შაბათი, აგვისტო 2, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე - "ხალხის ძალას" ამ პროცესში არანაირი...

პაატა მანჯგალაძე – “ხალხის ძალას” ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს, პირიქით, “ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა” ევროპაში ინტეგრაციას ხელს უშლიან

ხალხის ძალას“ ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის ევროკავშირის წარმატება, რომ ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის იდეას, ისინიც იბრალებენ, რომ მათ მოიპოვეს სტატუსი“, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალის“ განცხადებას, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსი მათი დამსახურებაა.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსი სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა. მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ არ არსებობს და ისინი „ოცნების“ ინტერესების გამტარებლები არიან:

უპირველეს ყოვლისა, არანაირი „ხალხის ძალა“ არ არსებობს, ხალხის ძალას ჩვენ ვხედავთ აქ, როდესაც რაიონებში ვხვდებით ადამიანებს და მათ ზუსტად იციან, რომ კანდიდატის სტატუსთან არანაირ კავშირში არ არის „ქართული ოცნება“. კანდიდატის სტატუსი მიიღო ამ ხალხმა, ვისაც ჩვენ ვხვდებით და ვნახავთ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევასრულებთ 9 პირობას და ზუსტად 3-4 თვეში საქართველო დაიწყებს დაჩქარებული წესით მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

“ხალხის ძალას“ ამ პროცესში არანაირი როლი არ აქვს. უფრო მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის ევროკავშირის წარმატება, რომ ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის იდეას, ისინიც იბრალებენ, რომ მათ მოიპოვეს სტატუსი. ცნობილი პრინციპია, რომ რის წინააღმდეგაც იბრძვი, ის უნდა დაგაბრალონ.

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ევროპაში ინტეგრაციას ხელს უშლის, ხოლო ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ საქართველომ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირითა და ევროპით მიიღოს, ვინაიდან ევროკავშირის გარეშე მშვიდობა არ არსებობს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაცხა ფარცაგია ქოცების თავს, გეუბნებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული ვარაუდები ტელეკომპანია...

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...