ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიდი მასშტაბის რუსეთის ტყვე პრეზიდენტი-პოლიტიკოსია დაპატიმრებული, დიდი სირცხვილია...

“დიდი მასშტაბის რუსეთის ტყვე პრეზიდენტი-პოლიტიკოსია დაპატიმრებული, დიდი სირცხვილია ეს (რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების) საქართველოში” – თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილზე

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

დიდი მასშტაბის რუსეთის ტყვე პრეზიდენტი-პოლიტიკოსია დაპატიმრებული, დიდი სირცხვილია ეს (რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების) საქართველოში.

მინდა მხნეობა და გამძლეობა ვუსურვო პრეზიდენტ სააკაშვილს!
ჯანმრთელად იყავით მიშა, ჯანმრთელად იყავით პრეზიდენტო!
ეს ტყვეობაც თქვენი დიდი ბიოგრაფიის ნაწილია, ასეა სამწუხაროდ – ნიჭიერთა და რჩეულთა ხვედრია და თანმდევია გამორჩეულთა მიმართ ღალატი და შური.

ვფიქრობ, სულ მალე, დიდი პოლიტიკოსის მოგონებად დარჩება ეს ტყვეობა, უფრო სწორად ეს – საქართველოსთვის საშიში ტყვეობა პრეზიდენტ სააკაშვილისა, რომელიც საქართველოს დიდ მტერთან რუსეთთან არის დაპირისპირებული!

P.S.
ჩემი მოხუცი და მოაზროვნე, ძალზე ნათელი გონების დედა მეუბნება ახლა:

ვღელავ სააკაშვილის გამო, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ ერთს გეტყვი, რომ არ შეიძლებოდა ამ მასშტაბის პრეზიდენტის მოღვაწეობა სხვაგვარად წარმართულიყო, ახლა მთავარია, რომ “ზოგიერთი” ხელისუფლებაში, დროულად მიხვდეს რომ სააკაშვილის-პრეზიდენტის ტყვეობით, თავად ძალზე “მცირედ” გამოიყურებიან – პატარა პაიკებივით, ხოლო სააკაშვილის ბიოგრაფიას კი უთუოდ მხოლოდ ღირსება ემატება.

ეს ტყვეობა-პატიმრობა მიშას, როგორც ოკუპანტ რუსეთთან დაპირისპირებული ძლიერი, შეუპოვარი მებრძოლის ხასიათს უსვამს ხაზს და ისტორიაში ასე შევა – რეფორმატორად, მთავარია გაუძლოს მან და ჩვენ კი საქართველოს კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქა არ დავამჩნიოთ!

მინდა ვუსურვო საქართველოს, რომ მართლაც არ დავამჩნიოთ კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქა რუსეთთან დაპირისპირებული პრეზიდენტის პატიმრობით – დიდი სირცხვილია!

გამძლეობას გისურვებთ მიშა!🙏✌️🌹“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...