საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს, რა მთავარ გამოწვევებს ხედავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის:
,,მე ზოგადად ვხედავ პრობლემას იქ, სადაც ისეთი თანამდებობის პირი, რომელსაც მაღალი ნდობა და რეპუტაცია სჭირდება, მათ შორის, სხვადასხვა პარტიების მხრიდანაც, კონსენსუსის გარეშე ინიშნება, თავი რომ დავანებოთ. თუმცა, მთავარი პრობლემა ჩვენი საარჩევნო სისტემის, მე მაინც არ მგონია თავმჯდომარის და წევრების ცესკოში დანიშვნა, სიმართლე გითხრათ.
ჩვენი მთავარი პრობლემა მგონია 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც ახლა არსებობს და პარტიების დაფინანსების წესი, რომელიც ყველაფრის უფლებას აძლევს მმართველ პარტიას. ფაქტობრივად, დამოუკიდებელი შემოსავლების გარეშე ტოვებს ოპოზიციურ პარტიებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე