კვირა, აგვისტო 3, 2025
36.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე მწამს, რომ დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის და ჩვენ,...

“მე მწამს, რომ დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის და ჩვენ, ყველანი ერთად, დავამარცხებთ უიმედობასა და მარცხზე ფიქრსაც კი” – მიხეილ სააკაშვილი

თავის დაბადების დღეზე ემოციურ წერილს ავრცელებს, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

მე დავბრუნდი საქართველოში 53 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე, დღეს 56 წლის გავხდი.

საქართველოში ჩემი ხალხისა და მიწის უსაზღვრო სიყვარულმა და იმის ყურების დიდმა ტკივილმა დამაბრუნა, თუ როგორ ინგრევა ყველაფერი ის, რაც შევქმენით, როგორ გაჩერდა ის, რაც დავიწყეთ. ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ ამანაც ვერ შემაჩერა. როგორია დღეს ჩემი ცხოვრება?

ყოველდღე ჩემი 77 წლის დედა მინიმუმ ორ საათიან გზას გადის მანქანით, რათა საკვები მომიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან უჭირს, ცდილობს არ შეიმჩნიოს მისი მძიმე მდგომარეობა და აქეთ გამამხნევოს, დილაობით ყოველთვის ღიმილით შემოდის პაკეტით ხელში. ის ჩამოსული იყო კიევში, რათა დავერწმუნებინე და გადამეფიქრებინა ჩემი განზრახვა. მე გავეპარე სახლიდან და მაინც წამოვედი. მთელი ეს თვეები და წლებია ერთხელაც არ მომისმენია მისგან საყვედური.

ჩემი ჩამოსვლა მძიმე ტვირთად დაატყდა 15 წლის ნიკუშას. ეს არის კრიტიკული ასაკი და ვხედავდი, თუ როგორი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო ეს მისთვის და როგორ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ამ სტრესს. საოცარი ანალიტიკური თვისებები განუვითარდა, ბოლო შეხვედრისას ძალიან ღრმა და საინტერესო რჩევები მომცა. მთავარია მახარებს, რომ ორივემ – ედუარდმა და ნიკუშამაც მითხრეს, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა არ იყო შეცდომა და ისინი ამაყობენ მამით.

3.5 წლის ალისკა კი ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად. თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ მე კი მინდა მასთან მისვლა და ჩახუტება, მაგრამ “ცუდი კაცები” მიშლიან ხელსო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან დაშვებულ ადამიანთა წრე უკიდურესად შეზღუდულია და ტელეფონების ზარები აკრძალული მაქვს, მე ვიცი, რომ მარტო არ ვარ. ასობით ათასი ადამიანი საქართველოში და უკრაინასთან ერთად მილიონობით ადამიანი

თანამიგრძნობს და მიჭერს მხარს. სწორედ ამან გადამატანინა ფიზიკური ძალადობა, მოწამვლა, ცხოვრების რიტმის მკვეთრი ცვლილება.

ბევრი რაღაც უფრო კარგად დავინახე. ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა გამიცრუა იმედი და პირიქით, ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად გამოავლინა თავი და სასიამოვნოდ გამაოცა. გამოჩნდნენ ახალი მხარდამჭერები და მეგობრებიც. მე ძალიან მითბობს გულს თუ როგორ დამიდგა გვერდზე უკრაინა, მისი ლიდერი და უამრავი უკრაინელი. სასიამოვნოდ გავოცდი, თუ რამდენი პოზიტიური სტატია დაიწერა მსოფლიოს პრესაში ჩემზე და ჩვენს რეფორმებზე. ძალიან სერიოზული მსოფლიო მოღვაწეების მიერ აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი გულშემატკივარი მყავდა მსოფლიოში ვიდრე წარმომედგინა და იმედი მაქვს, რომ ეს ეხმარება ჩემს სათაყვანებელ საქართველოსაც.

ახლა 56 წლის ვარ. თავს აბსოლუტურად ისევე ახალგაზრდულად ვგრძნობ, როგორც 2021-ში. მე ვიცი, რომ საქართველოს მტერს ჩემი განადგურება სურს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას ეს არ გამოუვიდეს. რადგან ზუსტად ვიცი, რომ კიდევ დავჭირდები ჩემს ორივე ქვეყანას – საქართველოსა და უკრაინას, ამიტომ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპზე ვიმყოფები. მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელმაც გაიარა, რამდენიც შეძლო და ახლა გაივლის იმდენს, რამდენიც საჭიროა თითოეული ქართველისა და უკრაინელის გასამარჯვებლად.
მე მწამს, რომ დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის და ჩვენ, ყველანი ერთად, დავამარცხებთ უიმედობასა და მარცხზე ფიქრსაც კი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში”

ოპოზიციაში ერთგვარი გარჩევების თემას საპატიმროდან ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

“მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია გიორგი ვაშაძის “გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმის” ჩვენი საერთო მოქმედების საფუძვლად აღება”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის,...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...