ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "დღეს საქართველოს ჰყავს ისეთი...

კახა კალაძე: “დღეს საქართველოს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს”

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ პრემიერის ანგარიში ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწული საქმიანობის შეჯამების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს მომდევნო წლებშიც ღირსეულად უპასუხებს:

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის შეჯამება, პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. ზოგადად, შედარებისთვისაც ძალიან კარგია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა და როგორ შეიცვალა.

ყველა კომპონენტში, ყველა მიმართულებით არის წინსვლა, განვითარება. ცხადია, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება პასუხის გაცემა და დღეს ჰყავს საქართველოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, ყველა სირთულეს ღირსეულად უპასუხებს.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ქვეყნის სამსახურში, ვინც ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ქვეყანაში, მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...