სამშაბათი, აპრილი 30, 2024

“ეს შეზღუდვა გამოიწვევს ავტოპარკის დაძველებას, ავტო ნაწილების დეფიციტს და 10 წელზე ძველი ავტომობილების საბაზრო ღირებულების უფრო მეტად გაძვირვებას” – ლაშა დარბაისელი

საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვდაზე იმყოფებოდა, სადაც მთავარი განხილვის საგანი იყო, რომ 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანას 2024 წლის 1 იანვრამდე, რომელი ავტო იმპორტიორებიც ვერ ასწრებენ, მათ საშეღავათო პერიოდი გაეწიოთ. თემასთან დაკავშირებით სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარი გააკეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა დარბაისელმა:

,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდით ავტო იმტოიმპორტიორებთან ერთად. 2024 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება. ავტო იმპორტიორების და ავტომფლობელების მთავარი მოთხოვნაა, რომ მათ მიეცეთ საშეღავათო პერიოდი და გადავადდეს რამდენიმე თვით მათთვის, ვისაც მანქანები გზაში ჰყავთ და ვერ ასწრებენ ჩამოყვანას 2024 წლის 1 იანვრამდე.

ჩვენი მიზანია, რომ არ დაზიანდეს საქართველოს მოქალაქე, ავტო იმპორტიორი, კონკრეტულად ჩვენი სექტორი და სახელმწიფოს ბიუჯეტი, რომელშიც ავტოიმპორტის წვლილი უდიდესია.

ეს შეზღუდვა გამოიწვევს ავტოპარკის დაძველებას. ავტო ნაწილების დეფიციტს და 10 წელზე ძველი ავტომობილების საბაზრო ფასის უფრო მეტად გაძვირვებას. პრობლემა ისევ პრობლემად დარჩება, ჰაერი კი ისევ დაბინძურებული.

ავტომობილების ჩამოყვანის პერიოდი ისედაც გახანგრძლივებულია. შესაბამისად, ავტო იმპორტიორებისთვის რთულია თადარიგის დაჭერა მაშინ, როდესაც შენდა დამოუკიდებლად წარმოიქმნება გარკვეული პრობლემები. ავტო იმპორტიორები ვერ დააჩქარებენ ვერც ლოჯისტიკურ კომპანიებს და ვერც პორტს.

თუ ხელისუფლება უარს იტყვის საშეღავათო პერიოდის გაწევაზე, ის ავტო იმპორტიორები, რომლებიც ვერ მოასწრებენ 2024 წლის 1 იანვრამდე ავტომობილების ჩამოყვანას, ყველაზე ცუდ შემთხვევაში დიდ თანხებს დაკარგავენ, უკეთეს შემთხვევაში კი – მოუწევთ ავტომობილის გაყიდვა მისი ღირებულების ნახევარზე ნაკლებ ფასში, რადგან ეს ავტომობილი პირდაპირ იქნება დამოკიდებული მხოლოდ რეექსპორტზე.

ჩვენი პარტნიორები/კოლეგები, უცხო ქვეყნის მყიდველები ორგანიზებულად მოქმედებენ. ისინი არიან ინფორმირებულები საქართველოს კანონმდებლობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. შესაბამისად, ავტომობილის ღირებულების ნახევარზე მეტს არ შესთავაზებენ. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს მაქსიმუმი“, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა

ასე თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა, ალექსი ნონიაძემ:

,,რამდენიმე კითხვის ნიშანია მთავრობის ამ დადგენილებასთან დაკავშირებით. პირველი, ვისაც ავტომობილი ჰყავს შემოყვანილი წლის ბოლომდე, ეს არის ნოემბერ-დეკემბერის თვე, სრულად შეძლებენ თუ არა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლონ. იმიტომ, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან რეგისტრაცია იკრძალება. ამ კითხვაზე პასუხს ელოდება გარკვეული სეგმენტი ავტო იმპორტიორების. მეორე სეგმენტია, რომ დიდმა ნაწილმა ავტო იმპორტიორების გაითვალისწინა თავის საქმიანობაში მთავრობის დადგენილება, მაგრამ ჩათვალეს, რომ დრო ჰქონდათ, შეიძინეს ავტომობილები და გარკვეული არა სუბიექტური, არამედ ობიექტური მიზეზების გამო ავტომობილები გზაში გადაადგილება შეიზღუდა. ვერ ესწრება 1 იანვრამდე მათი ჩამოყვანა და პრობლემები ექმნებათ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პრობლემატურია – ვთქვათ, ავტო იმპორტიორმა მომავალშიც რომ შემოიყვანოს 2013 წლის ქვემოთ ავტომობილი, ვერ გაუშვას რეექსპორტზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ხდება? ცხელ ხაზზე პასუხი გაგვცეს, რომ გაბაჟებით გააბაჟებენ, მაგრამ მისი რეგისტრაცია აკრძალულია.

ე.ი. ავტომობილს სატრანსპორტო საშუალებად ვერ გამოიყენებ. შესაბამისად, ვერც დაშლი. ჩვენი ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება სწორედ ამას ითვალისწინებდა, რომ შემოყვანილი ავტომობილების დაშლა გაგვემარტივებინა. ეს წინადადება გაჩერებულია. ამ საკითხში დიდი გაურკვევლობაა“, – აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.

ინფორმაციისთვის: მთავრობამ დააკმაყოფილა პირველი მოთხოვნა – ვინც 31 დეკემბრამდე დაადეკლარირებს ანუ ქვეყანაში შემოიყვანს ავტომობილს, აღნიშნული შეზღუდვა მათზე აღარ გავრცელდება. მეორე საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული