spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ნიშნავს, რომ "ქოცხმოსნებით" ახალი პრეზიდენტი შეიძლება აირჩიოს...

“ეს ნიშნავს, რომ “ქოცხმოსნებით” ახალი პრეზიდენტი შეიძლება აირჩიოს ივანიშვილმა 5 წლის ვადით” – გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გადადგომაზე

,,გამარჯვების პლატფორმის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ შეფასებას და განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, თანამდებობის შესაძლო დატოვების შემთხვევაში.

ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევნები მოხდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა 2024 წელს გაიმარჯვებს კოალიცია:

,,ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ არის შემდეგი – თუ ეს ხდება საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნიშნავს – ,,ქოცხმოსნებით” ახალი პრეზიდენტი შეიძლება აირჩიოს ივანიშვილმა 5 წლის ვადით. მე არ მგონია, რომ ,,ქოცხმოსნებს” ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ.

დღევანდელი კონსტიტუციით, სამწუხაროდ, ,,ქართულმა ოცნებამ” წაართვა ქართველ ხალხს უფლება, რომ პირდაპირ აირჩიოს შემდგომი პრეზიდენტი. ქართველ ხალხს ჯერჯერობით ,,ქოცხმოსნები” ირჩევენ.

დიდი კოალიციური გამარჯვება რომ მოხდება 2024 წლის არჩევნებში, ამის შემდგომ, ხალხის ნებით კოალიციურ რეჟიმში აირჩევენ ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც იქნება პარლამენტში და რეგიონებში უმრავლესობაში წარმოდგენილი. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ესეც, მათ შორის განხორციელდეს, რომ საქართველოში საბოლოო დეოლიგარქიზაცია მოხდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...