პარასკევი, ივლისი 25, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკურიოზი"ის, რაც გუშინ შოლცმა უქნა ორბანს, არის ერთადერთი...

“ის, რაც გუშინ შოლცმა უქნა ორბანს, არის ერთადერთი სწორი და გამართლებული გზა” – ნიკა გვარამია

იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია თავის პოზიციას ფიქსირებს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის მომხდარ ერთგვარ კურიოზულ ფაქტთან დაკავშირებით:

ის, რაც გუშინ შოლცმა უქნა ორბანს, არის ერთადერთი სწორი და გამართლებული გზა, თუ როგორ უნდა ელაპარაკოს დასავლეთი რუსული მოქმედების მოდუსის ავტოკრატებს.

ამიტომაც დადგა წარმატებული შედეგი! არავითარი დიპლომატიური ენამოჩლექილობა, არამედ “დატოვე ოთახი”!

მადლობა კანცლერ შოლცს ამისთვის! უპირველესად კი ახალი გეოპოლიტიკური ფორმულისთვის – ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე!❤️✌🏻“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

გავრცელებული ინფორმაციით: ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში დარბაზში არ იმყოფებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შესთავაზა დარბაზის დატოვება, რომ „ყავა დალიოს“ -უწყება გამოცემა “Politico”.

ასევე, რამდენიმე ოფიციალურის პირის ინფორმაციით – გერმანიის კანცლერმა უნგრეთის პრემიერს, სხვა ლიდერების თანდასწრებით შესთავაზა, რომ – თუ მას ნამდვილად არ სურდა გადაწყვეტილებაზე დათანხმება, შეეძლო დაეტოვებინა ოთახი, რათა ევროკავშირის ლიდერებს, მის არყოფნის დროს, ერთსულოვნად მიეღოთ გადაწყვეტილება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში ლარსაც კი არ იხდის” –...

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” რუსული” – კახა კალაძე

„ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...