საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან განმარტებებს აკეთებს იმაზე, რაც ე.წ. ,,აგენტების კანონის” სახეშეცვლილი ვარიანტის პარლამენტში განსახილველად შეტანას შეიძლება მოჰყვეს:
,,საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რა შეიძლება მოიტანოს ახალმა რუსულმა კანონმდებლობამ და მისმა შემოღებამ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამორიცხვა ამ კონტექსტში არაფრის შეიძლება. მათ შორის, სახეშეცვლილი, ახალი სახელწოდებით და ა.შ.
ამიტომ, თუ ,,ქართული ოცნება” გადაწყვეტს, რომ კვლავ ,,ხალხის ძალის”, ან თვითონ, ნებისმიერ შემთხვევაში შემოიტანონ ახალი კანონმდებლობა, ეს იქნება, რეალურად, კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ამაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაც იქნება კონკრეტული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ
ინფორმაციისთვის: შეგახსენებთ, რომ 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ,,ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული ,,უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი უკან გაეწვიათ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე