კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხალხს - არაფერი, ელიტებს - ყველაფერი, ეს არის...

“ხალხს – არაფერი, ელიტებს – ყველაფერი, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა” – გიორგი ვაშაძე

ამ ქვეყანაში ბიუჯეტი არ იქნება ხალხისთვის სამართლიანი, სანამ ხელისუფლებაში მძარცველი ოცნება გვეყოლება, ხალხს – არაფერი, ელიტებს – ყველაფერი, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერის მოთხოვნებს შორის პენსიის საშუალოდ 90 ლარით ზრდა და სკოლებში ბავშვთა უფასო კვებაა. მისივე თქმით, ბიუჯეტი ხალხის სასარგებლოდ არ დაიხარჯება, სანამ ხელისუფლებაში მძარცველი ძალა იქნება:

ჩვენი მოთხოვნა არის, რომ 90 ლარით საშუალოდ, ყოველთვიურად, 350 000-ზე მეტ პენსიონერს გაეზარდოს პენსია და “ლიბერთი ბანკის” უსამართლო ბეგარა მოვხსნათ და მეორე – ბავშვებს სკოლაში საკვები მივცეთ.

ამ ორ უმარტივეს საკითხზეც კი, რომლის ფულიც ბიუჯეტში არის, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს და სამაგიეროდ, იმ პროექტებში, რომელშიც უკვე ასობით მილიონია დახარჯული, კიდევ დამატებით ასობით მილიონის დახარჯვას აპირებენ. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა და ამ ქვეყანაში ბიუჯეტი არ იქნება ხალხისთვის სამართლიანი, სანამ ხელისუფლებაში მძარცველი ოცნება გვეყოლება.

სანამ ხალხი, რომელთა მთავარი მიზანიც არის ფულის კეთება, იქნება ხელისუფლებაში, ბიუჯეტი ყოველთვის ელიტებისთვის იქნება გათვლილი. ხალხს – არაფერი, ელიტებს – ყველაფერი, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...