შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა,...

“იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა, ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას” – დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას

სულ რამდენიმე დღე დარჩა და ზეიმსაც და ხალხსაც ჩვენ გაჩვენებთ ისევე, როგორც გაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციისა და ცალ ფეხზე დგომის გარეშე, ღირსეულად, ამაყად და არა მორჩილებით. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა, ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას“, – მიმართა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებსა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ოპოზიცია სიცრუეზე დაფუძნებული ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, სიცრუე კი ბოლოს მაინც მჟღავნდება:

თქვენი ევროპელობის სურვილიც ყალბი რომ იყო, თავადვე ამხილეთ საკუთარი გუნდის წევრები, რომ მათ სტატუსის მინიჭება არ სურდათ და ხელის შესაშლელად დადიოდნენ ევროპაში, მაგრამ საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ და ქვეყანა რამდენიმე დღეში იზეიმებს ამ წინსვლას. ეს ზეიმიც გინდოდათ მიგეთვისებინათ, მაგრამ ხელში შეგრჩათ დიდი დროშა და ცოტა ხალხი.

ნურც პრეზიდენტის იმედი გექნებათ. მან თავისი არჩევნებისთვის ვერ მოაგროვა მხარდამჭერები და თქვენ როგორ მოგიგროვებთ?

ხომ ნახეთ, რომ თურმე არც მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და არც კვდება. მოფერიანდა და არჩევნებისთვის ემზადება. თუმცა, მარტო ის არ ემზადება. გულწასულ და სულწასულ ოპოზიციას არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამზადებენ რევოლუცია მიუღწეველი ლობისტები. შემდგომისთვის იმიტომ, რომ არჩევნებში მათგან არაფერი გამოვა.

NDI-მაც შეაშველა თავისი კვლევა, თითქოს ამომრჩევლების 62% გადაუწყვეტელია და ამით ქვეყანაში სურთ მესამე ძალის მოთხოვნის ცრუ განწყობა შექმნან, მაგრამ NDI ისევე აცდება არჩევნების რეალურ შედეგებს, როგორც აცდა წინა 8 შემთხვევაში, თუმცა, “ქართული ოცნების” უპირატესობა მაინც ვერ დამალა.

მძიმეა ტყუილის ავტორობა, მძიმეა ცალ ფეხზე დგომა, მძიმეა აგენტობა და მონური ფსიქოლოგია და უპერსპექტივოა ორმაგი სტანდარტებით თამაში.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იდექით ცალ ფეხზე, თქვენ მაინც მოგწონთ ეგ მდგომარეობა, ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...