შაბათი, მაისი 10, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ადამიანი, რომელმაც 20 ივნისს დათვის ტყვიებით ხალხისთვის თვალის...

“ადამიანი, რომელმაც 20 ივნისს დათვის ტყვიებით ხალხისთვის თვალის დათხრაზე პასუხისმგებლობა აიღო, ამბრეზურასავით ეფარება ივანიშვილს, უტიფრად ამბობს, რომ სააკაშვილი, თურმე, ციხეში უნდა იყოს” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირებულ პოლიტიკურ პოზიციას მწვავე შეფასებებით ეხმაურება:

ვუსმინე გახარიას ნაკვესებს. ადამიანი, რომელმაც 20 ივნისს დათვის ტყვიებით ხალხისთვის თვალის დათხრაზე პასუხისმგებლობა აიღო, ამბრეზურასავით ეფარება ივანიშვილს (დღემდე!), უტიფრად ამბობს, რომ 7 ნოემბერის საქმეზე სააკაშვილი, თურმე, ციხეში უნდა იყოს, და “არ ესმის რატომ არ გადაყავთ ის საავადმყოფოდან ციხეში”.

ადამიანი, რომელმაც “კოკაინშიკობის” ბრალდების პასუხად, სასამართლოს მიმართ უნდობლობის გამო, შარდი ვენაში აფრინა, თურმე აბსოლუტურად ენდობა სააკაშვილის მიმართ სასამართლოს მსჯავრს!

და ბოლოს, ადამიანი მატყუარა – თურმე ნაცები და ქოცები 50%-ზე ნაკლებს მიიღებენ მომავალ არჩევნებზე. ქოცების გაქრობა, არა მგონი, რომ ჩემზე მეტად სურდეს ნაქოცარ გახარიას, მაგრამ ეს დიდი და მავნე ტყუილია, რომელსაც ეს ივანიშვილის პოლიტიკური ბორტგამყოლი ჰკადრებს ხალხს.

პ.ს. თუ მომავალი კოალიცია შედგა, ის შედგება “ნაცმოძრაობის” მონაწილეობით, მეტიც თაოსნობით. ეს არაა სურვილების სფერო. ეს ემპირიული მოცემულობაა. აი – გახარიაზე, თუ ასე გააგრძელა, რა გითხრათ?! ალბათ, ოცნებას თუ შეუქმნის კოალიციას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“ყოველდღეც რომ დაგვჭირდეს უნდა ვიდგეთ ქუჩაში, ყირაზეც დავდგეთ, შეუძლებელი შევძლოთ და საკუთარ თავებს ვაჯობოთ,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“საქართველოს როგორც აშშ-თან, ისე ევროპასთან სურს მეგობრობა, თანამშრომლობა და არა ბატონყმური ურთიერთობა” – კახა...

„საქართველოს მთავრობა მზად არის აშშ-თან მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობების გადატვირთვისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...