შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებასაჯარო სკოლას შველა სჭირდება, განათლების სისტემა კი ემსახურება...

საჯარო სკოლას შველა სჭირდება, განათლების სისტემა კი ემსახურება მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესებს – ნანა ტოხვაძე

დღეს, საჯარო სკოლას შველა სჭირდება! ვიდრე განათლების სისტემა ემსახურება მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესებს და არა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, წარმატებული მომავლის იმედი ვერ გვექნება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, განათლების სისტემაში უსამართლობა და პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და კვალიფიციური დირექტორობის კანდიდატები სისტემის მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ.

მისივე თქმით, მასწავლებლების პროტესტის უკან ასობით დაბლოკილი კადრი და დაშინებული პედაგოგი დგას:

დღეს, საჯარო სკოლას შველა სჭირდება! ვიდრე განათლების სისტემა ემსახურება მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერესებს და არა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას, წარმატებული მომავლის იმედი ვერ გვექნება. ჯერ კიდევ 2020 წლიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დაყენებული ინიციატივები განათლებაში დღეს კიდევ უფრო აქტუალურია.

3 მთავარი ნაბიჯი – განათლების დეპოლიტიზება, დეცენტრალიზება და პროგრამების მოდერნიზება სასწრაფოდ გადასადგმელია, თუ კრიზისიდან გამოსვლა ჩვენი ეროვნული მისწრაფებაა.

ცხადია, სავალდებულოა, სისტემა რეფორმირდეს იმგვარად, რომ უსამართლობის, პოლიტიკური მიკერძოებისა და რეპრესიების მსხვერპლი არ გახდნენ კვალიფიციური დირექტორობის კანდიდატები. დიახ, ამ პროტესტის მიზანიც სწორედ ისაა, რომ გამოფხიზლდნენ განათლების ხარისხით უკმაყოფილო მშობლები და სისტემისგან ჩაგრული მასწავლებლები, ხმა აიმაღლონ უსამართლობაზე, რომელიც ღუპავს თაობებს და განათლების დონეს აუარესებს.

დიახ, უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც დემოკრატიულ, თავისუფალ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოს უზრუნველყოფს, სადაც განათლების ხარისხი და სკოლის ბედი არც ცუდ და კარგ მინისტრზე, არც მმართველი პარტიის კეთილგანწყობასა და პოლიტიკურ სიმპათიებზე იქნება დამოკიდებული, არამედ ცენტრში მოექცევა მოსწავლის საუკეთესო ინტერესი, მასწავლებლის თავისუფლება და სამართლიანად შერჩეული კომპეტენტური საგანმანათლებლო ლიდერების არჩევა სკოლის ხელმძღვანელად.

„ორი ადამიანის პროტესტის“ (როგორც განათლების მინისტრი უწოდებს) უკან დგას სისტემისგან დაჩაგრული, სკოლიდან გაგდებით დაშინებული, რეპრესირებული მასწავლებლები, 500-მდე „დაბლოკილი – დირექტორობის მსურველი“, 37-ზე მეტი სასამართლოში მომჩივანი კანდიდატი და რაც მთავარია, საზოგადოება, რომელიც საერთოეროვნული პრობლემების ათეულში ასახელებს განათლების დაბალ დონეს“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამათ მართლაც მონობა თავისუფლება ჰგონიათ, მთავარია წინ სალაფავს ხედავდნენ!” – ბეჟან ჯავახია მმართველ გუნდთან...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...