spot_img
მთავარიკანონი და სამართალიბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ

ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ

ბათუმში წლის წარმატებული ხელოვანები დაჯილდოვდნენ. კულტურის სფეროს მთავარი ჯილდო, სპეციალური პრიზი – „ოვაცია“ წელს 20 ხელოვანს გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა.

,,კულტურა ნამდვილად არის ის მთავარი საყრდენი, რომლის გარეშეც ვერც ერთი საზოგადოება ვერ პროგრესირებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კულტურას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა საერთაშორისო პოპულარიზაციის კუთხით და თითოეულ ნიჭიერ ხელოვანს სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეს მხარდაჭერა.

ჩვენი ქვეყანა ნამდვილად მდიდარია როგორც კულტურით, ასევე ნიჭიერი ხელოვანებით. შესაბამისად, მსოფლიო კულტურის რუკაზე ღირსეული ადგილი გვიჭირავს. მსურს თითოეულ ხელოვანს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ღვაწლისთვის, გისურვოთ შემდგომი წარმატებები”, – განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა ნომინაციაში წარმატებული ხელოვანები დაჯილდოება მეორე წელია იმართება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...