ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

“საზოგადოებას თქვენი გამოსვლები და საუბრები არ აინტერესებს, მათ თქვენგან იმედისმომცემი ნაბიჯები სჭირდებათ” – მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი

შვილმოკლული მამა, სამოქალაქო აქტივისტი მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი “ნაციონალულ მოძრაობაში” შექმნილ რეალობას ეხმიანება:

არ ვიცი რა ვთქვა, მე პირადად გულზე მომხვდა!

ნიკა მელია წავიდა, მას უამრავი თანამებრძოლი გაჰყვა, “ნაც მოძრაობა” ორად გაიყო… ვინ მართალი და ვინ მტყუანი ამისი გარჩევას მე ნამდვილად ვერ დავიწყებ, ერთი ის არის ქოცისთვის, ამ წელში გაწყვეტილ არამზადებისთვის, დიდი იმედის მომცემი ნაბიჯები იდგმება “ნაც მოძრაობის” მხრიდან!

მე პირადად დარჩენილებს ძველ “ნაც მოძრაობას”, ასევე წასულ ნიკა მელიას ორივეს გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებას!

და მეორე და მთავარი: ამასობაში კი, ამ კინკლაობაში, 2024 წლის არჩევნებიც მოგვადგა კარს, ქოცი არამზადა თქვენ დაგცინით, თქვენ კი ერთმანეთს დასცინით, “სრული ბედნიერებაა” რა, არადა მთელი ძალებით წინა საარჩევნო კომპანიაში უნდა ყოფილიყავით ჩართულები, ეს როგორც ქოცია უკვე ჩართული წინასაარჩევნო გაყალბების გზების მოძიებაში!

მე არ ვიცი, ალბათ თქვენ უკეთ იცით, წარმატებები და გამარჯვება ყველა ოპოზიციურ პარტიებს!

იმედია ეხლა მაინც საქმეზე გადახვალთ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, საზოგადოებას თქვენი გამოსვლები და საუბრები არ აინტერესებს, მათ თქვენგან იმედისმომცემი ნაბიჯები სჭირდებათ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული