პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც...

კახა კალაძე: “ქართული ოცნება” არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობის ხმები მოიპოვოს ქვეყანაში

თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა,“ – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას.

თბილისის მერის განცხადებით, ის გამორიცხავს კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობის და შესაბამისი კვლევების გათვალისწინებით.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომავალ არჩევნებზე ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოსვლის რესურსი აქვს:

ზოგადად, ასეთ შეხვედრებს ჩვენ მივესალმებით. სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის თემას, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვერავინ და ვერც მოსახლეობას დააძალებს ვინმე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია თუ პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში.

ვფიქრობ, დღეს ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის კვლევები, რომელიც ქვეყნდება. შეიძლება, ბევრი საეჭვო დეტალი იყოს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოების ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც დღეს ვგრძნობთ და მე ბევრჯერ მითქვამს, 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ამხელა მხარდაჭერა არ ჰქონია, როგორიც აქვს დღეს.

მე გამოვრიცხავ კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას, არ არსებობს, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობის ხმები მოიპოვოს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...