პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს...

“ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან” – კახა კალაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას მოჰყვა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

ჩვენ ხომ ვიცით ოპოზიციის ქმედებები? მათი მთავარი გზავნილია, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. ისინი წლების წინ, ასევე, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო და ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ჩვეულებრივი მავნებლები არიან.

რაც შეეხება ორბანს, მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დაგვანახა, რომ უნგრეთი, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ოპოზიციას რასაც ვუყურებ, მაქსიმალურად ებრძვიან მათ, ვინც საქართველოს უჭერს მხარს. თვითონაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელის შეშლა მოხდეს, თუნდაც სტატუსის მიღების პროცესში, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა.

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსიც მივიღოთ, შემდეგი წლების განმავლობაში ყველა რეფორმა განხორციელდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მხრიდან უკვე დადებითი რეკომენდაცია არსებობს.

საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაკეთდა და დადებითი რეზოლუციაც მიღებულია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...