ორშაბათი, მაისი 12, 2025
25.1 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის უარი საკანონმდებლო წინადადების მიღებაზე არის...

“პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის უარი საკანონმდებლო წინადადების მიღებაზე არის უგუნურების, მავნებლობის და მოქალაქეთა სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის პიკი” – შორენა ლობჟანიძე

2023 წლის 8 ნოემბერს მპგ ,,სტრატეგია აღმაშენებელი“-ს ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელმა – შორენა ლობჟანიძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლითაც ითხოვდა საქართველოს შრომის კოდექსში ალტერნატიული საკანონმდებლო დათქმის გაწერას, რომელიც არამართლმადიდებელ მოსახლეობას მათი რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობას მისცემდა და დამსაქმებლებს დაეკისრებოდა გონივრული მისადაგების ვალდებულება არამართლმადიდებელი მოსახლეობის მიმართ.

კომიტეტის გადაწყვეტილებას მწვავე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება კანონპროექტის ინიციატორი, შორენა ლობჟანიძე:

,,ა.წ. 5 დეკემბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა უარი განაცხადა საკანონმდებლო წინადადების მიღებაზე. რითაც მინიმუმ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. ასევე, დარღვეულია საერთაშორისო პაქტები, გაეროს კონვენციები და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო წინადადება, ასევე წლებია რეკომენდაციის სახით აისახებოდა საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშებში.

საყურადღებოა გაეროს სპეციალური მომხსენებელის რელიგიის და რწმენის საკითხებზე ანგარიშის ე-6 მუხლის, ,,თ” პუნქტი აღნიშნავს, სადაც აღნიშნავს რომ:

,,საკუთარი რელიგიის ან რწმენის მოთხოვნათა შესაბამისად უქმე დღეებში დასვენების, დღესასწაულების აღნიშვნისა და ცერემონიებში მონაწილეობის თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს რელიგიის მიმდევრებს საშუალებას აძლევს, აღასრულონ ცერემონიები და რელიგიური ჩვეულებები, რასაც, ხშირად, აგრეთვე, კულტურული და ტრადიციული დატვირთვა აქვს”.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე წევრებს ეყოთ თავხედობა ეღლიცინათ, რომ ,,უქმე დღეები ისედაც შესამცირებელია და ახალს ვერ დავუმატებთო“.

საქმე იმაშია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით, ჩვენ არ მოგვითხოვია ახალი უქმე დღეების დაწესება, არამედ მოვითხოვეთ რელიგიური უმცირესობების საჭიროებებთან გონივრული მისადაგება დამსაქმებლის მხრიდან, რაც გულისხმობდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას და უკვე არსებული სახელმწიფო რელიგიური დღეების ჩანაცვლებას რელიგიური უმცირესობისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულებით ანუ სახელმწიფო რელიგიურ დღეს რელიგიური უმცირესობა იმუშავებდა, ხოლო მის საპირწონედ დაისვენება თავის რელიგიურ დღესასწაულზე და სამსახურში გამოუცხადებლობა ჩაეთვლებოდა საპატიოდ.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას და უმრავლესობის მოქმედ, მანდატიანი დეპუტატებს საქართველო ერთი ეროვნებისა და რელიგიის მქონე ინდივიდთა ერთობა ჰგონიათ, სადაც რელიგია მხოლოდ მართლმადიდებლობაა და ეროვნება ქართველი.

საქართველო მრავალეთნიკურ-რელიგიური ქვეყანაა. ბოლო აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 13 %-ს – სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენს, ხოლო რელიგიის სახელმწიფო საბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით, მოსახლეობიდან მხოლოდ აჭარაში: მართლმადიდებლური არის: 54.52%, მუსლიმური: 39.79%, სომეხთა სამოციქულო: 0.32%, კათოლიკური: 0.04%, იეჰოვას მოწმეები 0.05%, იეზიდური 0.01%, იუდეური 0.02% და სხვა 5.26%.

შესაბამისად, 5 დეკემბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის უარი საკანონმდებლო წინადადების მიღებაზე და საქართველოში ყველა კონფესიის წარმომადგენლების ჩართულობით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე არის უგუნურების, მავნებლობის და მოქალაქეთა სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის პიკი“, – განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...