spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიშორენა ლობჟანიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს - შრომის...

შორენა ლობჟანიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს – შრომის კოდექსში “საქართველოს არამართლმადიდებელი მოსახლეობისთვის რელიგიური დღესასწაულის დროს გარანტირებული დასვენების შესაძლებლობის” შესახებ საჭირო ცვლილებების შეტანის მიზნით

მპგ ,,სტრატეგია აღმაშენებელი“-ს ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელმა – შორენა ლობჟანიძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლითაც ითხოვს საქართველოს შრომის კოდექსში დაემატოს საკანონმდებლო დათქმა, რაც არამართლმადიდებელ მოსახლეობას, მათი მთავარი რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობას მისცემს და დამსაქმებლებს დაეკისრება გონივრული მისადაგების ვალდებულება არამართლმადიდებელი მოსახლეობის მიმართ:

,,ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის 2021 წლის ანგარიშში, საქართველოში არადომინანტური მოსახლეობის მდგომარეობა ხარვეზიანად შეფასდა, რაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოიცავდა არამართლმადიდებელი მოქალაქეებისთვისთვის მათი რელიგიური დღესასწაულის დროს, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული დასვენების შესაძლებლობას მიუცემლობას.

2023 წელს კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება სხვადასხვა სექტორში დასაქმებული რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საკუთარი რელიგიური დღესასწაულებითა და უქმე დღეებით სარგებლობა.

სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაყრდნობით, იზრუნოს ამ მიმართულებით დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე.

სწორედ აქედან გამომდინარე, მივმართეთ საქართველოს პარლამენტს და იმედს ვიტოვებთ აღნიშნული საკითხი დადებით ჭრილში იქნება განხილული და გადაწყვეტილი“, – განაცხადა შორენა ლობჟანიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო” – კახა კალაძე

ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ საზაფხულო...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...