spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეროვნული ბანკისგან მოვითხოვთ რეალურად დაიცვას მომხმარებლები იმ სავარაუდო...

“ეროვნული ბანკისგან მოვითხოვთ რეალურად დაიცვას მომხმარებლები იმ სავარაუდო თაღლითობის სქემებისგან, რომელსაც “ლიბერთი ბანკის” მხრიდან ჰქონდა ადგილი” – თეონა ჭალიძე

მომავალში პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირების აკრძალვა პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე არ არის საკმარისი უკვე ათი ათასობით დაზარალებული პენსიონერის, დევნილის, შშმ პირის და მარჩენალდაკარგულის დარღვეული უფლებების აღსადგენად“, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას საპენსიო სესხების რეკლამირების აკრძალვის შესახებ.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, რეკლამირების აკრძალვა რეალური გამოსავალი არ არის და მანამდე დაზარალებული პენსიონერების უფლებებს ვერ აღადგენს.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები შეხვედრასა და რეალური გამოსავლის ძიებაზე უარს აცხადებენ:

,,ჩვენ ეროვნული ბანკისგან მოვითხოვთ რეალურად დაიცვას მომხმარებლები იმ სავარაუდო თაღლითობის სქემებისგან, რომელსაც ,,ლიბერთი ბანკის“ მხრიდან ჰქონდა ადგილი. მომავალში პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირების აკრძალვა პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე კი არაა საკმარისი უკვე ათიათასობით დაზარალებული პენსიონერის, დევნილის, შშმ პირის და მარჩენალდაკარგულის დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამიტომ მოგიწოდებთ – რეალური და ქმედითი ნაბიჯები გადადგათ.

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი სათანადოდ არ მუშაობს. ჩვენს შეთავაზებაზე, რომ შევხვდეთ და ერთობლივად გამოვნახოთ გამოსავალი ადამიანების დასახმარებლად, აცხადებენ უარს.

მოვითხოვთ, რომ ყველა პენსიონერის და სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის საქმეებზე იყოს ერთიანი პრაქტიკა დადგენილი და ვისაც პენსიის თუ სხვა სოციალური გასაცემლის საფუძველზე აქვს სესხი და მათი ნებართვის გარეშე, მხოლოდ სმს შეტყობინებების საფუძველზე დაუმტკიცეს ვითომ საშეღავათო პერიოდი და შეუცვალეს სესხის პირობები, სესხის დაფარვის თარიღი გაუხანგრძლივეს და ამით დააზარალეს ადამიანები, ყველას გაუნულდეს ის მომატებელი თანხა და პროცენტები და ძველი, შეთანხმებული პირობების მიხედვით დაანგარიშდეს მათი გადახდილი თუ გადასახდელი თანხები.

ასევე მოვითხოვთ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტისგან, რომ რეალურად დაიცვას მომხმარებლების უფლებები და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს ეს, რადგან ათასობით პენსიონერი და სხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი არაინფორმირებულობის, ფინანსური განათლების ნაკლებობისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს თავისი უფლებების დაცვას“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...