ორშაბათი, ივლისი 14, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აშშ-ში უსაფრთხოების ფორუმში...

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აშშ-ში უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აშშ-ში გაემგზავრა, სადაც უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.

ვაშაძის თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა, კონტაქტების დამყარება და კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გამოცდილების მიღებაა.

ფორუმის მთავარი თემა კიბერუსაფრთხოება და კრიპტო ტექნოლოგიური მიღწევებია. როგორც ცნობილია, ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან:

ვაშინგტონში, სენატში გაიმართება უსაფრთხოების ფორუმი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები დაესწრებიან. რაც მთავარია, საუბარი გვექნება, უსაფრთხოებაზე, როგორც ფიზიკური, ისე კიბერ-უსაფრთხოების მხრივ. ძალიან ბევრს ვისაუბრებთ კრიპტო ტექნოლოგიებზე, თუ როგორ იცვლება მსოფლიო და რა შესაძლებლობები აქვთ ქვეყნებს ამ მხრივ.

ჩემი მონაწილეობის მიზანია, რომ გავაღრმავოთ კონტაქტები და ვიმუშავოთ იმ პერიოდისთვის, როცა „განქოცდება“ ქვეყანა და საქართველო განვითარებას გააგრძელებს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. ფორუმის გარდა, ამ საკითხებზე გვექნება ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც იქნებიან სენატის უმაღლესი დონის წარმომადგენლები, მათ შორის მარკო რუბიო და სხვები. ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება, მივდივარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...