კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - ყველაზე ნაკლებად მჯერა, რომ კობახიძე...

გიორგი ვაშაძე – ყველაზე ნაკლებად მჯერა, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს – “ქართულ ოცნებას” საერთოდ არ სურდა კანდიდატის სტატუსის მიღება

ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში, „ქართულ ოცნებაშიც“ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება“, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ორბანი-კობახიძის შეხვედრას.

ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ კობახიძე ქართულ ინტერესებს არ დაიცავს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა ევროპას საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ გააგონოს.
მისივე თქმით, ორბანი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ნეგატიურ როლს თამაშობს:

ფაქტია და სამწუხაროა, რომ ორბანი ამ შემთხვევაში ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში. კონკრეტულად რა იქნება შინაარსი კობახიძესთან შეხვედრის, სამწუხაროდ, პროევროპული ოჯახის გაფართოების დიდი ინტერესი, „ქართულ ოცნებაშიც“ არ არის, მათ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. ისინი ფაქტის წინაშე არიან, რომ მათმა რუსულმა დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა, დანარჩენს ვნახავთ, რაზე იქნება საუბარი. მთავარია, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, ყველანი ვიდგეთ ერთად.

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა არის 9 დეკემბერს ინიცირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მძლავრი ხმა გავაგონოთ ევროკავშირს. ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...