spot_img
მთავარიეს საინტერესოა"გასტრო ბათუმზე" სპიკერებად ბელგიელი, ფრანგი, ლატვიელი და თურქი...

“გასტრო ბათუმზე” სპიკერებად ბელგიელი, ფრანგი, ლატვიელი და თურქი შეფებია მოწვეული

ბათუმის პირველ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმში „გასტრო ბათუმი“ მონაწილეობას მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ლატვიიდან მიიღებენ. მათთან ერთად ადგილობრივი მზარეულებისა და გასტრონომიულ ტურიზმში დასაქმებული პირებისთვის მასტერკლასებს თურქი და ქართველი შეფები ჩაატარებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გასტრო ფორუმს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და აჭარული კერძების სარესტრონო ქსელებში დანერგვის მიზნით ატარებს.

წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორებია. მათ შორისაა საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი, საფრანგეთის კულინარიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (2015-2019 წლებში) და ბელგიის რესტორანთა ასოციაციის პრეზიდენტი (2015-2019 წლები) რონალდ დებუსტი, ბრიტანეთსა და საფრანგეთში ორ-სამ მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფ-მზარეული არტურ ლინკევიჩი.

ფორუმზე სპიკერებად ასევე მოწვეულების არიან PALOMA finesse hotels“ აღმასრულებელი შეფი, ილჰან ონაი თურქეთიდან, ქართველი შეფები და რესტორატორები გიორგი ნინუა, გურამ ბაღდოშვილი და გასტრონომიის მკვლევარი, ექსპერტი დალილა ცატავა.

მოწვეული შეფები და რესტორატორები ადგილობრივი შეფ-მზარეულებისთვის ჩაატარებენ ხორცის, თევზისა და სანელებლების მომზადების მასტერკლასებს, ასევე ისაუბრებენ გასტრონომიული ტურიზმის ტენდენციებსა და გამოწვევებზე. ფორუმის ფარგლებში იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია. დასწრება უფასოა და მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/1/ უნდა გაიარონ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...