შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლებას, წესით, არ უნდა აწყობდეს ის პროცესები, რაც,...

“ხელისუფლებას, წესით, არ უნდა აწყობდეს ის პროცესები, რაც, დღესდღეობით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორ, იაგო კაჭკაჭიშვილის კონკრეტული არგუმენტები და განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა აწყობდეს მმართველ პარტიას “ნაციონალური მოძრაობაში” შექმნილი სიტუაცია:

შეიძლება უცნურად გამოიყურება, რასაც ვიტყვი, მაგრამ ხელისუფლებას, წესით, არ უნდა აწყობდეს ის პროცესები, რაც, დღესდღეობით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება. ხელისუფლებას ურჩევნია, კონკურენტად ჰყავდეს მეტ-ნაკლებად მონოლითური “ნაცმოძრაობა”, რათა შექმნას შიშნარევი მოლოდინი ამომრჩევლებში, რომ თუ მას არ აირჩევენ, ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობა” დაბრუნდება.

მელიას და “ნაცმოძრაობის” კიდევ რამდენიმე ლიდერის გამოყოფა პარტიიდან, ნაცმოძრაობის ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილსაც გაიყოლებს (თუ რამდენს, ამას გაზომვა უნდა კვლევებით). ეს, ერთი მხრივ, “ნაცმოძრაობის”, როგორც “ქართული ოცნების” პოტენციური (არსებითად, ილუზორული) ჩამნაცვლებლის იმიჯს გააფერმკრთალებს და, მეორე მხრივ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების დიდი ჯგუფიდან გარკვეულ ნაწილს მიიმხრობს, რითაც მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება.

ხოლო, ყოველი ოპოზიციური პარტია (მათ შორის, ახალი), რომელსაც ბარიერის გადალახვის შანსი გაუჩნდება, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის ალბათობას ამცირებს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...