პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩაერთო კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სპეკულაციურ კამპანიაში"...

“სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩაერთო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სპეკულაციურ კამპანიაში” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მწვავე და კრიტიკულ შეფასებას აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ კონკრეტულ პოლიტიკურ აქტივობებზე, კერძოდ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით:

,,მას შეუძლია წალენჯიხაში ჩავიდეს და იქ დახვდება მისი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი – წალენჯიხის მერი.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ისინი რომ ,,ნაც. მოძრაობის” წარმომადგენლებს არ ხვდებიან, ეს ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია?!

სალომე ზურაბიშვილი რა კამპანიასაც აწარმოებს, ვიცით ამის პოლიტიკური მოტივი რა არის, ეს არის კოლექტიური ,,ნაც. მოძრაობის” რაღაცა კამპანიების გაგრძელება. სინამდვილეში ეს ხომ მთლიანად პოლიტიკური კამპანიაა?

სისულელეა ხელმოწერების შეგროვება იმ პირობებში, როდესაც კომისიის დასკვნა არსებობს და 15 დეკემბერს ვიცით, რომ ევროპული საბჭოს მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რაღა ხელმოწერებზეა საუბარი?!“, – განმარტავს ირაკლი კობახიძე.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს, აგრეთვე, იმ კამპანიაზე, რომელიც ოპოზიციამ წამოიწყო, რაც ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილოეობი უზრუნველყოფას ეხება და რომელსაც პრეზიდენტი აქტიურად უჭერს მხარს:

 

,,სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩაერთო კოლექტიური ,,ნაც.მოძრაობის” სპეკულაციურ კამპანიაში.

საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ გახსნილი იქნება და ემიგრანტებს ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, ხმის მიცემის საშუალება. ეს იქნება უზრუნველყოფილი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ ასე ღიად ნუ გაშიფრავს ხოლმე საკუთარ ალიანსს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი, მის ბინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...