პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდიმიტრი ხუნდაძე: როგორც 2008 წლის ომია გამოსაძიებელი, ისე...

დიმიტრი ხუნდაძე: როგორც 2008 წლის ომია გამოსაძიებელი, ისე საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობაა გამოსაძიებელი

ასარჩევია მშვიდობა და განვითარება ან ომი და ნგრევა. ბოლო 11 წელია საქართველო წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყანა გახდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, სისხლიანი წარსულის მქონე „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციასა და რეალურად ქვეყნისთვის მომუშავე სახელისუფლებო გუნდს შორის ხალხი არჩევანს მარტივად გააკეთებს“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ავტორი მაწვნის ქილებთან ერთად საზღვარს კვლავ ქვეყანაში დესტრუქციის მოსაწყობად კვეთს, ხოლო სააკაშვილის ბიძა, რომელიც ქართველთა ლანძღვით გამოირჩევა, ისევ ომზე საუბრობს:

ამერიკაში ალასანიას სალექციო კურსი ომსა და რევოლუციებზე იმის დასტურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20 წლის შემდეგაც იმავეს ფიქრობს და იმავეს გეგმავს, და თუ ეს ვინმეს მაინც არ სჯერა, ან უგუნურია, ან ცხელი ბომბების მომხრეა საქართველოში. რამდენიმე დღეა „ნაციონალური მოძრაობა“ ამაყად საუბრობს „ვარდების რევოლუციაზე“ და საზოგადოებას აყვედრის ამ წარსულს. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ სისხლის ფერს და სიბნელეს მაინც ვერ იცილებს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ეს თარიღი არ ეზეიმება ხალხს, რომელთა მეხსიერებაში „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ასოცირდება: ქუჩაში გამოტანილ განაჩენებთან, ჩაცხრილულ ბიჭებთან, მოლაშვილების, გირგვლიანების, თეთრაძეების და სხვების წამებასთან, ვალერი გელაშვილის და კობა დავითაშვილის სასიკვდილო ცემასთან, ორი გვამის მოთხოვნასთან, ბიზნესის ტერორთან და ქონების წართმევასთან, სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან, „იმედის“ პირდაპირ ეთერში შევარდნასთან, ტერიტორიების დაკარგვასთან, ბრძოლის ველზე მიტოვებულ მეომრებთან, საკუთარ სამხედროებზე ომის გადაბრალებასთან:

უბედურების სია ძალიან გრძელია და გასახსენებლად ძალიან მძიმე. მთავარი უბედურება კი ის არის, რომ ამის ჩამდენები დღეს ისევ ეპოტინებიან ქვეყნის მართვას და არათუ ნანობენ, არამედ, ზეიმობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ცოდვები ეცოტავებათ და სურთ ამაზე მეტი. ამის დასტურია სააკაშვილის მიერ გამოცემული მანიფესტი, სადაც ამ წარსულით ადამიანის უფლებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ქვეყნისა და საზოგადოებაზე ზრუნვას გვპირდება ადამიანის უფლებების დამრღვევი, თავისუფალი სიტყვის ჩამხშობი და ქვეყნის გამანადგურებელი „ნაციონალური მოძრაობა“.

რამდენჯერ და რამდენმა უნდა გვირჩიოს ომში ჩართვა – დანილოვი, არესტოვიჩი, პოდოლიაკი, არახამია და მათი უფროსი ძმები, ხან სანქციების მოთხოვნა, ხან მეომრების გაგზავნა, ხან „რუსეთუმეობის“ დაბრალება.

მეგობრებო, როგორც 2008 წლის ომია გამოსაძიებელი, ისე საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობაა გამოსაძიებელი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...