კვირა, მაისი 19, 2024

“ქართულმა ოცნებამ”, რომელიც პირდაპირ რუსულ დავალებას ასრულებს, ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი მოკლა – მამუკა ხაზარაძე

პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით:

,,ქართულმა ოცნებამ”, რომელიც პირდაპირ რუსულ დავალებას ასრულებს, ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი მოკლა. 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვესმის ტყუილი, რომ ,,ანაკლია დაიწყება, ანაკლია დაიწყება“, მაგრამ არაფერი არ ხდება. იმიტომ, რომ ეს არის მორიგი ტყუილი, ტყუილი დაპირება, რომ რაღაცა მოხდება. არაფერი არ ხდება ანაკლიაში.

მე მინდა ყველას გითხრათ, რომ აი, აქ ,,ქართული ოცნების” მიერ, ამ პროექტის გაჩერებით, ამ რეგიონმა 10 ათასობით სამუშაო ადგილი დაკარგა.

აქ ახლა უნდა ყოფილიყო ჩვენი თანამოქალაქეები დასაქმებული და დიდი დოვლათის შექმნის პროცესი. ქვეყანამ დაკარგა დაახლოებით ნახევარი მილიარდი საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში; 2,2 მლრდ დოლარის ეკონომიკური ეფექტი და ყველაზე მთავარი, ქვეყანამ დაკარგა ფუნქცია, რომ დღეს საქართველო ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ყოფილიყო მნიშვნელოვანი მოთამაშე და გამტარი ყველა იმ სატრანსპორტო ტვირთის და სერვისის, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის გავლით მიედინება ევროპაში თუ პირიქით – აზიაში.

მე მინდა გითხრათ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც მოკლა ეს პროექტი, ჩვენ, ,,ლელო” აუცილებლად ავაშენებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული