საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე კრიტიკულ შეფასებას აკეთებს თავდაცვის კოდექსში შესატანილ ცვლილებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საკონტრაქტო და სავალდებულო სამხედრო სამსახურს:
,,ახალგაზრდების ის წარმომადგენლობა, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი ,,ქართული ოცნების” მიმართ, რეალურად უფრო იქნებიან ფოკუსში თავდაცვის სამინისტროს მიერ.
გარდა ამისა, პრაქტიკულად, ამ ცვლილებებით ე.წ. კომისარიატები აღდგა, რომელიც ძალიან სერიოზული საბჭოთა გადმონაშთი იყო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის: ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიცია მწვავე შეკითხვებს უსვამდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძეს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს თავდაცვის კოდექსში შესატან მორიგ ცვლილებებთან დაკავშირებით და მას რეპრესიულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ცვლილებების შემთხვევაში, გამოდის, რომ ჯარში წასვლა, ფაქტიურად, გარდაუვალი იქნება. მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად, წვევამდელი, თუ იგი, ვთქვათ, რელიგიური მოტივით, უარს იტყვის სამხედრო სამსახურის გავლაზე, მას მაინც გაიწვევენ, თუმცა უფლება ექნება, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს, კერძოდ ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს. სავალდებულო სამსახურის გადავადებას ასევე დაექვემდებარებიან ის წვევამდელი სტუდენტები, ვინც სწავლას სრული ფორმატის დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


