spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილი უნდა გადარჩეს, გათავისუფლდეს და ამის შემდგომ ის...

“სააკაშვილი უნდა გადარჩეს, გათავისუფლდეს და ამის შემდგომ ის გააკეთოს, რასაც თავად გადაწყვეტს – სრულფასოვნად და შეუზღუდავად” – ნიკა გვარამია

იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “ვარდების რევოლუციის” 20-წლისთავთან დაკაცშირებით:

2003 წლის 23 ნოემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, 31 მარტის რეფერენუმთან და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად. ვარდების რევოლუცია საქართველოს, როგორც თანამედროვე დასავლური სამყაროს ნაწილის დაბადების დღეა.

რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, რომ გადაწეროს ისტორია და გადააფასოს ვარდების რევოლუცია – გადაარქვას სახელები, შეცვალოს სასკოლო სახელმძღვანელოები, ამუშაოს პროპაგანდა, დაიჭიროს, მოკლას, წაშალოს, დაგაფხიკოს – ეს საკითხი უდაოდ პოზიტიურია და ასეა სწორედ ჩაბეტონებული ქართულ ისტორიულ მეხსიერებაში და ძვრას ვერ უზამს.

ზემოთ მოხსენიებული სამიდან, ორი თარიღის მთავარი შემოქმედი ზვიად გამსახურდია სწორედ ამის გამო ჯერ ქვეყნიდან გააძევეს, შემდეგ კი მოკლეს. მესამის მთავარი შემოქმედი მიშა სააკაშვილი სწორედ ამის გამო დღეს პოლიტპატიმარია, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები თავადვე (და შეგნებულად) გვაჩვენეს ეთერში და მისი სიცოცხლე ყოველდღიურ საფრთხეშია.

ისტორიის გამეორება წარსულში დაბრუნებაა და მომავალში წასვლა თუ გვინდა, ეს არ უნდა მოხდეს: სააკაშვილი უნდა გადარჩეს, გათავისუფლდეს და ამის შემდგომ ის გააკეთოს, რასაც თავად გადაწყვეტს – სრულფასოვნად და შეუზღუდავად.

ყველას გილოცავთ ამ დღეს! სინათლე ბნელზე აუცილებლად გაიმარჯვებს, საქართველო სწრაფად წავა წინ, საბოლოო გამარჯვებისკენ!❤“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...