სამშაბათი, აპრილი 23, 2024

“ქვეყნის სიძლიერე ერის ერთიანობაშია” – ედნარ მგელაძე

2020 წლის კალენდარიც გადაიშალა, წლის ბოლომდე ქვეყანა არაერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტის მოწმე გახდება და ყველა ერთად დავწერთ ნაკიანი წლის 366 დღის ისტორიას. ახალი წლის პირველ დღეს კი ერთგვარი შემაჯამებელი შეფასებით, სურვილებითა და ნატვრით ეგებება და სრულიად საქართველოს, თანამემამულეებს სითბოთი და სიყვარულით აღსავსე პოსტს უძღვნის სააგენტო “პარალელის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ბლოგერი ედნარ მგელაძე:

“2020 წელიც შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, წელი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა, თუნდაც იმიტომ, რომ რაც შეიძლება მალე გაეხადა ისტორიის კუთვნილებად გასული წელი, პრობლემებით, ტკივილითა თუ უსიამოვნებებით აღსავსე, თუმცა მაინც მომავლის იმედისა და რწმენის გამაძლიერებელი, საკუთარი შესაძლებლობები თუ ღირსების გრძნობა რომ გაუზომა ერს.

იყო ცუდიც და კარგიც, მოსალოდნელიც და მოულოდნელი, ყველას თავისი აზრი და შეფასება აქვს, თუმცა ვფიქრობ ყველა ვთანხმდებით იმ ჭეშმარიტებაში, რომ ქვეყნის სიძლიერე ერის ერთიანობაშია!

ერი კი მაშინაა ერთიანი, როცა ყოველი ჩვენთაგანი სრულად შეიგრძნობს თანამემამულის გასაჭირს, მისი ბედნიერება კი გულწრფელად ახარებს.

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ჩემო ახლობლებო და ნათესავებო, მეგობრებო და სრულიად უცნობო ადამიანებო, დალოცვილი ყოფილიყავით!

დაე, ამ ახალ, 2020 წელს ყველასთვის უზომო სიხარული და ბედნიერება მოეტანოს, წინსვლა და წარმატებები არ მოგკლებოდეთ, რითიც ყველას ერთად გვეხაროს და გვეამაყოს, ხოლო გაჭირვება და ტკივილი გვაკმაროს უფალმა!

გილოცავთ ახალ წელს!!!”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ედნარ მგელაძე.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “პარალელი” უერთდება საახალწლო განწყობას და სრულიად საქართველოს ულოცავს ახალ, 2020 წელს!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული