spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული...

კახა კალაძე: კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა თბილისზე არ გავრცელდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ლეგალიზება-დაკანონების შესახებ დედაქალაქს არ შეეხება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ. ამ უფლების გამოყენება თბილისელებს შეეძლოთ ორი წლის განმავლობაში.

მიმდინარე წლის 27 ივლისს დასრულდა განაცხადების მიღების ვადა. ამ ხნის განმავლობაში, მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მოქალაქეების საკუთრების უფლების სრულფასოვნების ხელშეწყობისა და მათი ქონების კანონიერად აღიარების გარდა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების აღრიცხვიანობასაც.

მსგავსი სოციალური მნიშვნელობის ინიციატივები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უდიდესი მხარდაჭერაა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ინიციატივის მიღებას ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. ამით ჩვენს ათასობით მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი...

“დაასახელეთ საქართველოს დოკუმენტირებულ ისტორიაში 2003-2012 წლებზე ობიექტურად უფრო წარმატებული 9-წლიანი პერიოდი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი საზოგადოებას მიმართავს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ასე მგონია, ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი. რატომ აშუქებთ ამ ჯალათის ყველა ამონაკვესს?” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...