შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის საახალწლო...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვები

სრულიად საქართველოს ახალი წლის დადგომა მიულოცეს კათოლიკოს-პატრიარქმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საახალწლო მიმართვა:

“გილოცავთ შობა-ახალ წელს! დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს. უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა.

უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ბედნიერებას გისურვებთ!”

 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიმართვა:

“ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებსა და სიმშვიდეს თქვენს ოჯახებსა და ქვეყანაში.

2019 წელს დაგვაკლდა სიმშვიდე. დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა თითოეულ ჩვენგანზე, მაგრამ ეს წელი მთავრდება იმედითა და სიხარულით.

გარკვეული ძალები ქვეყანაში თუ მის გარეთ ცდილობდნენ და ალბათ კიდევ ეცდებიან ეჭვი შემოიტანონ ჩვენს ღირსებაში, შემართებაში და საერთოდ ჩვენს შესაძლებლობებში.

ერის დეპრესია მხოლოდ მტრებს თუ გაახარებს. ჩვენ შეგვიძლია გავფანტოთ სიძულვილის, ღვარძლის შავი ღრუბელი და მოვახდინოთ ჩვენი ენერგიის მობილიზება ქვეყნის აღმშენებლობისთვის”.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საახალწლო მიმართვა:

“ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ, 2020 წელს! გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას.

გასული წლის განმავლობაში ერთად ბევრი რამის გაკეთება შევძელით. მადლობას გიხდით ყველას, ვინც იცავდით სამშობლოს, ვინც იცავდით ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ვინც ასწავლიდით ბავშვებს. მადლობა ყველას, ვინც ქვეყანა ასახელეთ და საქართველოს სახელით გაიმარჯვეთ.

მადლობა, ვინც ღირსეულად წარმოაჩინეთ საქართველო ქვეყნის გარეთ, ვინც ობიექტურად აშუქებდით მოვლენებს.

დაე, 2020 წელი უფრო მეტად წარმატებული, სიკეთით სავსე და პოზიტიური ყოფილიყოს. გადავდგათ მშვიდობიანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ვიზრუნოთ დევნილებზე. მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს და ვიმუშავოთ მათთან ერთად”.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საახალწლო მიმართვა:

“ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დამდეგ 2020 წელს! ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენ სამშობლოს.

ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს ყველას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მსახურობენ.

ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ოკუპაციის პირობებში ყოფნა.

ვულოცავ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, ურყევი რწმენით, რომ ჩვენ შევქმნით საერთო მომავალს.

მეგობრებო, 2019 წელი დატვირთული აღმოჩნდა მოვლენებით, ემოციებით, ვნებათაღელვით, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ მშვიდობა და სტაბილურობა აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის”.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...