spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენს გაერთიანებაში ახლა ერთ-ერთი ლიდერია გიორგი ვაშაძე, გამარჯვების...

“ჩვენს გაერთიანებაში ახლა ერთ-ერთი ლიდერია გიორგი ვაშაძე, გამარჯვების კოალიციაში ის თავის ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთადაა წარმოდგენილი” – მიხეილ სააკაშვილი

“ვარდების რევოლუციის” 20-წლისთავთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტების გახსენებას, პოლიტიკურ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ახლა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე და უკრაინის მაიდანის დაწყებიდან 10 წლის თავზე, მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ საიდან იწყება ჩვენი მოძრაობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჟვანიას ჯგუფიდან გამოყოფის შედეგად წარმოიშვა და ახალ მოძრაობას ვყავდით სამი თანათავმჯდომარე: ლევან ბერძენიშვილი, რეზო შავიშვილი და მე.

ჟვანიამ შექმნა ალიანსი ბურჯანაძესთან. „ბურჯანაძე-დემოკრატებში“ ბევრი ჩემი პირადი მეგობარი აღმოჩნდა: თვითონ ზურაბი, გია ბარამიძე და უამრავი სხვა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა მწვავე კონკურენცია საპარლამენტო არჩევნების კამპანიის, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. თუმცა მოგვიანებით შევწყვიტეთ ერთმანეთის კრიტიკა და „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“ რამდენჯერმე სოლიდარობაც გამოხატეს აჭარასა და ქვემო ქართლში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე.

უნდა ითქვას, რომ ოპოზიციური ტელევიზიებიც ბევრად უკეთ აშუქებდნენ მათ ვიდრე ჩვენ.

გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ მთლიანად გავაერთიანეთ ძალები და „ვარდების რევოლუციაც“ ამის შედეგი იყო.

რევოლუციის შემდეგ, ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ მთავრობა, რომლის ბირთვს წარმოადგენდა ჟვანიას გუნდი და არა ენმ. ზურაბ ჟვანიამ გააუქმა მისი პარტია და შეუერთდა ნაციონალურ მოძრაობას. უნდა ითქვას, რომ მისი პრემიერობის პერიოდი იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობრობის ხანაც და მისი სიკვდილი ჩემთვის უზარმაზარი დარტყმა აღმოჩნდა.

უკრაინაში მაიდანის დროსაც გაერთიანდნენ სრულიად სხვადასხვა ძალები, ერთ დროს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულები.

როდესაც მაიდანის დასაწყისში ჩავფრინდი, უკვე ყოფილი პრეზიდენტის რანგში, ერთ მაგიდაზე შემხვდნენ ლიდერები, რომლებიც ადრე ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მყავდა ნანახი. მაშინ მივხვდი, რომ მაიდანი იმარჯვებდა.
რატომ ვყვები ამ ყველაფერს?

ახლაც ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას და ვისთანაც ამ ეტაპზე გაერთიანება ვერ ხერხდება, მათთან მოგვიანებით მისასვლელი გზის დატოვებას.

აი მაგალითად, ჩვენს გაერთიანებაში ახლა ერთ-ერთი ლიდერია გიორგი ვაშაძე. მე ზოგიერთი სულ მახსენებს მის კრიტიკულ გამონათქვამებს ჩემს მიმართ, მაგრამ მე პირადად უფრო მახსენდება მისი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბრწყინვალე ხელმძღვანელობა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ პრაქტიკულად, პირველ ტურში მოიგო. მე სულ მახსოვს მისი წვლილი ქართული იუსტიციის სახლების შექმნაში და უკრაინაში მის მიერ ქართული რეფორმების საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში.

ამიტომ მე მასთან ბევრად მეტი მაერთიანებს, ვიდრე მყოფს და კმაყოფილი ვარ, რომ გამარჯვების კოალიციაში ის თავის ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთადაა წარმოდგენილი.

ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების – ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“.

ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს.

არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის – რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას.

ამიტომ ჩემი რჩევაც და მოწოდებაც შემდეგია – ჩვენ არ მივისწრაფვით იმისკენ, რომ პოლიტიკოსებს უყვარდეთ ერთმანეთი, მათ უნდა აერთიანებდნენ საერთო იდეები და კონკრეტული სამიზნე – ოლიგარქია.

ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება.

საბოლოო ჯამში, ძალა ერთობაშია!” – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

“ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ დისკრედიტაციულ...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...