სასამართლო პროცესზე, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მიმართა:
“მინდა ვუპასუხო სალომე ზურაბიშვილს, მინდა მივულოცო მას, ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ “Le Monde”-სთვის მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები გააკეთა რუსულ ოლიგარქიაზე.
ამავე დროს, “Le Monde” თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა შეწყალების უფლება. სხვათა შორის, ამისკენ მოუწოდებდა მას, პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ის შეხვდა, ბოლო თვეების განმავლობაში.
განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან, ვინც ამისკენ [შეწყალებისკენ] მოუწოდებს ქალბატონ სალომეს, მე არ მინდა რაიმე მოვთხოვო, უბრალოდ მინდა ვუპასუხო რამდენიმე საკითხზე:
ის ამბობს, რომ მე ვამბობ, რომ ვარ უკეთესად ფიზიკურად. – მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ ძალიან მხნედ იმიტომ, რომ საბოლო ჯამში ვირწმუნე, ჩვენს ხალხს აქვს ძალა და ეს ძალა მაძლევს მეტ ძალას. მინდა ამ ძალების გაერთიანებით მოხდეს ჩვენი გამარჯვება.
რა თქმა უნდა, სულიერად უფრო მხნედ ვარ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ ვარ უკეთესად. ქალბატონი სალომე ამბობს, რომ მე არ მაქვს უცხოეთში გამგზავრების სურვილი. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემს სურვილზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩემს რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა.
და, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს, შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და, რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

