ორშაბათი, მაისი 6, 2024

ნანა ტოხვაძე – მასწავლებლების მოსყიდვა “ოცნებას” აღარ გამოუვა, ხელისუფლება ცრუ დაპირებებს წინასაარჩევნო პროპაგანდად იყენებს

მოვითხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა განზრახ დაშვებულ „შეცდომაზე“ და გადადგათ ნაბიჯები შექმნილი მოლოდინების შესაბამისად, მასწავლებლების მოსყიდვა „ოცნებას“ აღარ გამოუვა“, – აღნიშნული მოთხოვნით „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა და წერილობითი მოთხოვნაც ჩააბარა.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, ხელისუფლებამ თავისივე დაპირება, რომელიც 2024 წლის იანვრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასების 500 ლარით მატებას გულისხმობდა, შეცვალა და წინასაარჩევნოდ გადაავადა.

მისივე თქმით, „ოცნების“ მიერ მასწავლებლების ხელფასის ზრდა არა ზრუნვის, არამედ წინასაარჩევნო პროპაგანდის გამოვლინებაა:

ზარ-ზეიმით დაანონსებული “ჭარბი ბიუჯეტიდან” 160 მილიონი განათლების სამინისტროს მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის გამოუყვეს.

2024 წელს პედაგოგების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით მოემატებათ,” – აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თუმცა, საბოლოოდ ირკვევა, რომ არა 2024 წლის იანვრიდან, არამედ წინასაარჩევნოდ აპირებენ ხელფასების “მატებას” და ისიც სრულ განაკვეთზე დასაქმების შემთხვევაში.

ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ მასწავლებელთა ნახევარსაც კი არ აქვს სრული საათობრივი დატვირთვა. ასევე უნდა შევახსენოთ გაცემული დაპირება სადამრიგებლო ხელფასისა და საბაზისო ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის შემდეგ არ შეცვლილა?

ამჯერად, მასწავლებლების მოსყიდვა “ოცნებას” აღარ გამოუვა, რადგან გასაგები ხდება, რომ არა ზრუნვის, სამართალიანობის ან დამსახურებული შრომის სანაცვლოდ, არამედ კვლავ წინა საარჩევნო პროპაგანდად იყენებენ ცრუ დაპირებებს.

მოვითხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა განზრახ დაშვებულ „შეცდომაზე“ და გადადგათ ნაბიჯები შექმნილი მოლოდინების შესაბამისად“, – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული