spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვიცნობთ რუსებს უკეთესად, ვიდრე დასავლეთი იცნობს, ამიტომ...

“ჩვენ ვიცნობთ რუსებს უკეთესად, ვიდრე დასავლეთი იცნობს, ამიტომ ჩვენ ბევრი გვაქვს ამაზე სათქმელი” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია კომენტარს აკეთებს საქართველოში რუსულ გავლენებთან დაკავშირებით და იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელსაც ქვეყანაში აწარმოებენ:

,,საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი საცდელი, ასევ ვთქვათ, ლაბორატორიასავით გამოყენებული რუსული პროპაგანდის მიერ. ომის დროსაც, მერე – არჩევნების დროს 2012 წელს, მანამდეც და ამის მერე იყო უკვე რუსეთის ჩარევა სხვადასხვა ტიპის არჩევნებში, არა მარტო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ბრექსიტშიც და ა. შ.

საქართველო იყო პირველი სატესტო, ასე ვთქვათ, თითქოს მაგალითი – სხვათაშორის, წარმატებული.

რუსეთი… ეს ეხლა დამტკიცდა, რომ რუსეთი არანაირი მეორე არმია არ არის და ა.შ., მაგრამ პროპაგანდის არმიაში რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და ჯერ კიდევ ძალიან რთულია მისი დამარცხება.

განსაკუთრებით დასავლეთს ესმის ეს ცუდად. უცნაურია, მაგრამ ჩვენ უკეთესად გვესმის რუსული დეზინფორმაცია, რუსული პროპაგანდა, როგორ უფრო კარგად გავანეიტრალოთ ის. იმიტომ, რომ ჩვენ ამას ჩვენ კანზე ვგრძნობთ. ჩვენ ვიცნობთ რუსებს უკეთესად, ვიდრე დასავლეთი იცნობს, ამიტომ ჩვენ ბევრი გვაქვს ამაზე სათქმელი, განსაკუთრებით, ,,მთავარი არხის”, ქართული კრიტიკული მედიის წარმომადგენელებს და ჩანს, რომ ამას ყოველდღიურად ვეჯახებით და ყოველდღიურად ვებრძვით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“25 ივნისს ჩანიშნული პროცესი პროკურატურის მოთხოვნით “უცაბედად” 11 ივნისს გადმოინიშნა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ივანიშვილი რამდენიმე ხერხით ცდილობს ამერიკასთან დალაგებას…” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების მხრივ მმართველი გუნდის და...

“კავკასიაში რუსეთს დარჩა ერთადერთი კოზირი – საქართველოს ხელისუფლება, რომლის გათამაშებასაც აუცილებლად შეეცდება” – გია...

სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს და ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც შიშმა აღარ იმუშავა: სომხეთის არჩევნების მთავარი გაკვეთილი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

7 ივნისს სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ქვეყნის შიდა...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

სს “თელასი”: 10 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...