სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია, ძალიან...

გიორგი ვაშაძე: “საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ენერგოუსაფრთხოების საკითხებს შეეხო და ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება თითქმის 100%-ითაა გაზრდილი, რაც საქართველოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორს რუსეთი ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს:

ენერგეტიკის სექტორი რუსული ჰიბრიდული ომის იარაღია. ჩვენს რეგიონში მრავალი ქვეყანა განიცდის მავნე ზეგავლენას რუსეთის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია. თითქმის 100% ნავთობისა შემოტანილია რუსეთიდან, მაშინ როდესაც ჩვენ სრულად დამოუკიდებელნი ვიყავით ამ თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ევროპულ დონეზე განხილვა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა, რათა მოხდეს მათი ენერგოსექტორის დივერსიფიკაცია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...