spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბრიტანელი კონსულტანტის საქართველოში არშემოშვება არის ხელისუფლების არა ძალის,...

“ბრიტანელი კონსულტანტის საქართველოში არშემოშვება არის ხელისუფლების არა ძალის, არამედ სისუსტისა და შიშის დემონსტრირება” – პაატა მანჯგალაძე

ბრიტანელი კონსულტანტის არ შემოშვება საქართველოში არის ხელისუფლების არა ძალის, არამედ სისუსტისა და შიშის დემონსტრირება“, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „გამარჯვების კოალიციის“ ბრიტანელი კონსულტანტის საქართველოში არ შემოშვებას.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ ხელისუფლება შეშინებულია, რადგან ქვეყანაში რუსული ინტერესები მარცხდება.

მისივე თქმით, ბრიტანელი კონსულტანტის არ შემოშვებით არაფერი იცვლება და „გამარჯვების კოალიცია“ ბრძოლას ჩვეულ ტემპში გააგრძელებს:

შეშინებულმა “ქართულმა ოცნებამ” გუშინ საზღვარზე არ შემოუშვა „გამარჯვების კოალიციის” კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი. მაშინ, როდესაც ათასი რჯულის საქართველოს მტრებს, პროპაგანდისტებს, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს არანაირ წინაღობას არ უქმნიან, ისე შემოჰყავთ საქართველოში.

ბრიტანელი კონსულტანტის, ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლის, ინგლისის პრემიერ-მინისტრების საარჩევნო კამპანიისა და ავსტრალიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის კონსულტანტის არშემოშვება საქართველოში არის ხელისუფლების არა ძალის, არამედ სისუსტისა და შიშის დემონსტრირება.

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ კიდევ უფრო დამფრთხალი და შეშინებულია, რადგან ეს გზავნილი ხალხმა გაიგო, როგორც რუსეთის ინტერესის დამარცხება და ხალხის გამარჯვება საქართველოში.

შესაბამისად, ჩვენთვის, “გამარჯვების კოალიციისთვის” ამით არაფერი იცვლება და ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...