საქართველოს 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჟების დადებით რეკომენდაციას თავისი პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება:
“ოკ! გავიმარჯვეთ და გაიმარჯვა ისტორიულმა სამართლიანობამ.
ნაცებმა, ეს უკვე მერამდენედ, ჩეი…კუკეს.
ვიცით, რომ შფოთავს ლუდოვიკო მე-14-ეს “კოლექტიური დასავლეთის” ლიბერასტული სული და სულხან-საბაც ხარობს – ენდე, თუ არ ვართ ძირძველი ევროპელებიო!🤣♥️
კარგია, რომ საბჭოთა, უკაცრავად, ევროკავშირის იდიოტური რეკომენდაციები არ შევასრულეთ და ისე გაგვიღეს ცხრაკლიტური…
ჰო და, ჩემი მოკითხვა ურსულას, ფოტეგას, კუბილიუსს, მარკეტას და მალგოჟეტას… კიდო, შარლ მიშელს✊🏼🤣
ახლა, ვდგევართ ღია კარებთან – ჩვენ, თურქეთი, უკრაინა და მოლდოვა… ჰო და, რა მაინტერესებს თუ იცით?! რომელი საერთო პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოსტრატეგიული, იდეოლოგიური და ა.შ. კრიტერიუმით შეგვიშვებენ შიგევროპაში?..“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

