spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველომ 2012 წლიდან მოყოლებული ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია...

“საქართველომ 2012 წლიდან მოყოლებული ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის ფარგლებში” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე:

მინდა ყველას მოგილოცოთ ევროკომისიის დღევანდელი დასკვნა და მიღწეული შედეგების აღიარება.

საქართველომ 2012 წლიდან მოყოლებული ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის ფარგლებში, არამედ მასშტაბური და ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმებით!

დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაცია, პირველ რიგში, ამ შრომისა და შესაბამისი შედეგების აღიარებაა!

მიუხედავად უამრავი ნეგატიური და დამაზიანებელი კამპანიისა, მიუხედავად პირდაპირი საბოტაჟისა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ შევძელით მიგვეღო სამართლიანი რეკომენდაცია ევროკომისიისგან.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ევროკომისიის წარმომადგენლებს სამართლიანი და ობიექტური რეკომენდაციის გაცემისათვის, რომელიც არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პოზიტიური დასკვნის მომზადების და საქართველოში არსებული დემოკრატიული პროგრესის ობიექტურად შეფასების პროცესში.

მადლობა საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, ვინც დაუღალავად და კეთილსინდისიერად მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად.

და რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომლის სიმტკიცემ და ყველა სიტუაციაში გონიერებამ მოგვცა საშუალება ღირსებისა და სიმართლის დაცვით გვევლო ამ რთულ გზაზე.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში და თანხმდებოდა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული უამრავი დეტალი, რამაც, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოზიტიური შეფასების გაცემაში.

ბუნებრივია, ევროკომისიის მიერ მომზადებული დასკვნა კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...