spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გილოცავთ, დაფასებულია ქართველი ხალხის ნება, ჩვენ პირისპირ რუსეთთან...

“გილოცავთ, დაფასებულია ქართველი ხალხის ნება, ჩვენ პირისპირ რუსეთთან არ დაგვტოვეს, საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ!” – გიორგი ვაშაძე

გილოცავთ, დაფასებულია ქართველი ხალხის ნება, ჩვენ პირისპირ რუსეთთან არ დაგვტოვეს, საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ!“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოზე გაცემულ რეკომენდაციას გამოეხმაურა.

ოპოზიციონერმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და აღნიშნა, რომ პარტნიორებმა დააფასეს ქართველი ხალხის ნება და ევროპული მისწრაფებები.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე სამუშაო კვლავ ბევრია და ევროინტეგრაციის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა შეაფერხოს:

უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ, ვულოცავ მთლიანად საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღეა, ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ და სწორედ ქართველი ხალხის, თქვენი დამსახურებაა ეს ყველაფერი, რაც ძალიან მკაფიოდ იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აღნიშნული. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ ვინც, მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, დააფასეს ქართველი ხალხის ნება და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და რეკომენდაცია გაწიეს, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

წელიწადნახევრის მანძილზე, „ქართული ოცნება“ ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ დღეს მათ წააგეს ქართველ ხალხთან პირველ რიგში და დიახაც, გაიმარჯვა ჩვენმა ევროპულმა სულისკვეთებამ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

რეფორმები ძალიან ბევრია გასაკეთებელი და დღეს ამ განცხადებით ხაზგასმული იყო ოპოზიციის პოზიტიური როლი, სამოქალაქო სექტორის როლი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის როლი.

ჩვენ ახლა გვჭირდება დიდი ერთიანობა იმისთვის, რომ შემდგომი ერთი თვის მანძილზე, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ, იყოს სრული კონსესუსი და მზაობა. მე იმედი მაქვს, რომ ვერ შეძლებს საბოტაჟისა და წინააღმდეგობის პროცესს „ქართული ოცნება“, დაემორჩილება ხალხის ნებას და გაუწევს ანგარიშს იმ დიდ ნაბიჯს, რომელიც ჩვენკენ გადმოდგა ევროკავშირმა.

დიდი მადლობა პირადად ქალბატონ ურსულას ამ მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის, რომელშიც, აბსოლუტურად, ყველაფერია ნათქვამი.

ხალხო, ყველაფერი ხომ დღესავით ნათელია, რამხელა დეზინფორმაციის კამპანია მოქმედებდა საქართველოში, რომ ევროკავშირის სტატუსს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, რომ თითქოს ვიღაც რაღაცას გვაძალებს, მაგრამ დიდი ინვესტიცია ჩადო ევროკავშირმა ჩვენში, საქართველოში და არ დაგვტოვა რუსეთთან პირისპირ.

აი, ესაა მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს. საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ, საქართველოს გზა არის განვითარებისკენ, არასდროს რუსეთი საქართველოში არ იქნება და რაც მთავარია, დეკემბერი – დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ჯერ მხოლოდ დასაწყისია, გულწრფელად მიხარია, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, რომ ვთქვათ – ფუნდამენტი შექმნა ამის ევროკომისიამ, ახლა კი უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისშეშლა არ მოხდეს და მთავარია, რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი.

კვლავ გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაფასებულია ქართველი ხალხის ნება, ჩვენ პირისპირ რუსეთთან არ დაგვტოვეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...