spot_img
მთავარიოკუპაცია"ქართული ოცნების" ლიდერების პოლიტიკური შეფასებები რუსეთის საოკუპაციო ძალების...

“ქართული ოცნების” ლიდერების პოლიტიკური შეფასებები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გააკეთეს “ქართული ოცნების” ლიდერებმა – პარტიის თავმჯდომარემ, გენერალურმა და აღმასრულებელმა მდივნებმა, რომლებმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოკუპაცია წინა ხელისუფლების მიერ მემკვიდრეობით დატოვებული მძიმე რეალობაა:

ოკუპაციამ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

უმძიმესია ის დანაშაული, რაც კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია.

მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას!

დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე.

საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი!“, – აღნიშნა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

 

ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს! მისი მკვლელობა არის უმძიმესი დანაშაული, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ოკუპანტ მხარეს ეკისრება!

პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ის პოლიტიკური ძალა, ვინც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციის საშუალება მისცა და ტერიტორიები გადაუფორმა.

დღეს ამ ტრაგედიით სარგებლობას ის ხალხი ცდილობს, ვინც ეს უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, ვინც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა.

მათი უამრავი გაფუჭებული გამოვასწორეთ, დამალული მტკიცებულებების და შეგნებულად არასწორად ნაწარმოები საქმეების მიუხედავად ჰააგაც მოვიგეთ და სტრასბურგიც, თუმცა ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი, წინა ხელისუფლების მიერ და დროიდან დატოვებული უდიდესი პრობლემა – რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი უმძიმესი შედეგები. კოლექტიური ნაცმოძრაობა კი ბედავს ამ თემაზეც სხვისკენ გაიშვიროს ხელი!..

საქართველო ყველა არსებულ და შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რომ დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი!“, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...