spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართველი ხალხი გონიერია, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და...

“ქართველი ხალხი გონიერია, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იქნეს საზარბაზნე ხორცად” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსის შეფასებას სტატუსის საკითხზე ხალხისა და მთავრობის გამიჯვნასთან დაკავშირებით.

თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი მესიჯები სტატუსის თემაზე პოლიტიკური მოტივებით არის დატვირთული და მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ისახავს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, თუმცა მეგობრობა უნდა იყოს არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი:

როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება ვერაფერი მოძებნეს, არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მოტივებით განპირობებული და ამ ყველაფრის უკან იდგა ქვეყანაში გადატრიალების, ხელისუფლების დამხობის მიზანი. გამოვიდნენ, ხალხს უთხრეს, რომ იცით, თქვენ კარგი ხალხი ხართ, სტატუსს იმსახურებთ, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდი. ამით უნდოდათ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია მოეწყოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ქართველი ხალხი გონიერია, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იქნეს საზარბაზნე ხორცად. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, არ გვეშლება ეს, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივად ვერ იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...