spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დევნილის შემწეობაზე 183-ჯერ მეტი იქნება დეპუტატის ხელფასი და...

“დევნილის შემწეობაზე 183-ჯერ მეტი იქნება დეპუტატის ხელფასი და ეს სამართლიანია?!” – თეონა ჭალიძე შალვა პაპუაშვილს მიმართავს

პარლამენტში, დეპუტატებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მატების გადაწყვეტილებას მწვავე ემოციურ შეფასებებით და კონკრეტული შედარებების მოყვანით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე:

დევნილის შემწეობაზე 183-ჯერ მეტი იქნება დეპუტატის ხელფასი და ეს სამართლიანია?!

პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ბევრით ვერაფრით გამოიჩინა თავი და საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რითაც დეპუტატების ხელფასების გაზრდას გეგმავენ. ბიუჯეტს წლიურად 5,7 მილიონი ლარი დაუჯდება ეს.

კანონპროექტის მიღების შემდეგ დევნილის შემწეობაზე მინიმუმ 183-ჯერ მეტი იქნება პარლამენტის დეპუტატის ხელფასი და ეს სამართლიანია? ანუ სოციალურად დაუცველის საარსებო შემწეობაზე მინიმუმ 137-ჯერ მეტი იქნება, პენსიონერის პენსიაზე 27 ჯერ მეტი, 82 -ჯერ მეტი ვეტერანის სოციალურ პაკეტზე და ასე შემდეგ.

ბიუჯეტის ხვრა გრძელდება.

არგუმენტი, რაც განმარტებით ბარათში წერია, რომ 2013 წლის შემდეგ დეპუტატების ხელფასები ფაქტობრივად უცვლელია და დღის წესრიგში ამიტომ დადგა ის, რომ თურმე მინიმუმ 8250 გახდეს პარლემენტის დეპუტატის ხელფასი. უკაცრავად ბატონო შალვა, მაგრამ დღის წესრიგში მაგალითად დევნილის შემწეობის ან საარსებო შემწეობის ზრდა რატომ არ დადგა?

მით უფრო თვალსაჩინოა ამ ინიციატივის უადგილობა როცა ვხედავთ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ხელისუფლების წყაროა ხალხი და ხალხმა თავად განსაჯოს ამ და მსგავსი, ხალხზე არაორიენტირებული ინიციატივების ავტორებს მომავალ არჩევნებზე დაუჭერს თუ არა მხარს”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეონა ჭალიძე.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა დაანონსა:

დავაინიცირე ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რათა მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურება მოვიდეს შესაბამისობაში იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც დადგენილია საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ირკვევა, ხელფასების ზრდა 8-10 ათას ლარამდეა დაგეგმილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...