პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები დაპირისპირების ფორმატში განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებენ:
,,ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არის აბსოლუტურად არასერიოზული. მან სინანული გამოხატა იმ განცხადების გამო, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი. მათ ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი უმრავლესობის წევრებისთვის. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად.
ზოგადად, პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია და ა.შ. ეს ძალიან სამწუხაროა.
ამ ყველაფერში, პარლამენტის შიგნით, განსაკუთრებულ როლს ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები ასრულებენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას. თუმცა, პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ. გაგიგიათ მათი ხმა ამოღებული?! არასოდეს არ იღებენ ხმას. ქალი ოპოზიცონერი დეპუტატები საუბრობენ ყოველ ჯერზე, უფრო მეტიც, ისინი – კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან, ქალ დეპუტატებს იფარებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე