spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასაჯა იმის გამო,...

“ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასაჯა იმის გამო, რომ ის არ იქცა ე.წ. კლანთან აფილირებულ მოსამართლედ” – “სასამართლოს გუშაგის” შეფასება

2023 წლის 1 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილებოდა მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების საკითხი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლე ნინო გიორგაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა.

ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში. ვინაიდან ის იმყოფებოდა 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში, საბჭოს წევრებმა შეაფასეს მისი საქმიანობა. შედეგად, მოსამართლის მიერ მოპოვებულმა ქულათა ჯამმა ვერ მიაღწია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის სამართლებრივი აქტით, მოსამართლე ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე. ნინო გიორგაძემ აღნიშნული აქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი მოთხოვნა 1-ლ ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სხდომის მონაწილე საბჭოს ყველა (14-მა) წევრმა. აღსანიშნავია, რომ სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. ამგვარი “ერთსულოვნება” გვაფიქრებინებს, რომ ის არ მიიჩნიეს გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურ მოსამართლედ და მიგვაჩნია, რომ მისი არდანიშვნის რეალური საფუძველიც ამ ფაქტორს უკავშირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, ყველა იმ მოსამართლეს, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფებიან და არ ჰქონიათ იქამდე მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება, თანამდებობაზე ნიშნავს უვადოდ. თუმცა ნინო გიორგაძის შემთხვევაში საბჭომ სხვა გზა აირჩია.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, ნინო გიორგაძეს 3 წლის განმავლობაში წარმოებაში ჰქონდა დაახლოებით 2100 საქმე. საქმეთა ამ რაოდენობის დაძლევა ნებისმიერი მოსამართლისთვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით ისეთისთვის, რომელიც გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილებას.

„სასამართლოს გუშაგის“ შეფასებით, ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასაჯა იმის გამო, რომ ის არ იქცა ე.წ. კლანთან აფილირებულ მოსამართლედ, არ დაემორჩილა არსებულ არაფორმალურ იერარქიულ წესრიგს, რაც მას 3 წლის თავზე სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტის ფასად დაუჯდა.

ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა წარმოადგენდეს დამოუკიდებელი მოსამართლეების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას და მინიშნებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებმაც მოსამართლე ნინო გიორგაძის სისტემიდან ჩამოშორებას მხარი დაუჭირეს.

1. ნიკოლოზ მარსაგიშვილი

2. თამარ ღვამიჩავა

3. ქეთევან ცინცაძე

4. ლევან მურუსიძე

5. დიმიტრი გვრიტიშვილი

6. ლევან მიქაბერიძე

7. თემურ გოგოხია

8. ბადრი შონია

9. პაატა სილაგაძე

10. გიორგი გზობავა

11. ტრისტან ბენაშვილი

12. ზურაბ გურასპაშვილი

13. ლევან ნემსაძე

14. გოგა კიკილაშვილი

ინფორმაციას ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგი” ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...