“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელის ლელა ჯეჯელავას მრავალმხივი შეფასებები, კონკრეტული შეფასება-შედარებები და მინიშნებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:
“ძალაუფლება შიშზე დგას. რაც მეტად გეშინია მისი დაკარგვის, მით მეტად ცდილობ ეშინოდეთ შენი. ამიტომ ხდება აუცილებელი მუდმივად არსებობდეს მტრის ხატი, რომლის შიშით დაიმორჩილებ ირგვლივ ყველას და ყველაფერს. ეს მატრიცის ანა-ბანაა.
ახლა ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მაგრამ უკვე დიდი ხანია აღარ მეშინია😊 რას იფიქრებენ ჩემზე სხვები.
მიშა სააკაშვილს, ყველაფრის მიუხედავად, აქვს ძალიან დიდი ფორა სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან შედარებით. ეს ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც მოუწია ყველა შიშზე გამარჯვებამ. დაკარგა ძალაუფლება, დაკარგა თავისუფლება, დაკარგა “ერთგული” თანამებრძოლები, პატივი, დიდება. გაიარა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. არ დაკარგა ბრძოლის სურვილი. ე.ი. არსებობს ამ ადამიანისთვის, რაღაც უფრო მეტი ვიდრე ძალაუფლებაა.
დაუშვა ამ პერიოდში შეცდომები? ცხადია, – ბევრი. არ ვაპირებ სხვის ომში ბრძენი ვიყო. საკუთარ შიშებთან ომი ვისაც არ გაუვლია, ამას ჩემზე უფრო “სიბრძნით” და ენთუზიაზმით😊 გააკეთებენ. შეძლებს მიშა ამ უპირატესობის გამოყენებას? არ ვიცი, მთავარია რა შიში აქვს ჯერ კიდევ დასამარცხებელი. თუმცა მგონია, რომ დროის შიში აქვს, რომ დროს ვერ აჯობებს. ამიტომ სულ ჩქარობს, ახლა ოთხ კედელშიც. არადა დროც ილუზიაა, ისევე როგორც ძალაუფლება. და რაც მთავარია, დაცემის შემდეგ საკუთარი ძალით წამოდგომა მაინც ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
ეს კაცი ფეხზე წამოდგომას ცდილობს და მისი “გულშემატკივრები” ამჯერადაც ხელს უშლით თქვენი შიშების გამო. სიზმრის ინსპირაციაა მხოლოდ😊“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.