ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის, რაც ხათუნა სამნიძემ თქვა, არის გაქაჯება, პოლიტიკის...

“ის, რაც ხათუნა სამნიძემ თქვა, არის გაქაჯება, პოლიტიკის აზრზე არ ყოფნა და მატრაკვეცობა. ცოტა მავნებლობაც” – ნინო ჯანგირაშვილი

წარმოიდგინეთ, მესამე კურსელი სტუდენტი. ნიჭიერი, პირველი ორი წელი კარგად სწავლობდა, ძალიან პერსპექტიულად გამოიყურებოდა. ლექტორები დიდ იმედებს ამყარებდნენ. მესამე კურსიდან აუშვა, ცუდ წრეში მოხვდა, გალოთდა, გახულიგნდა, აღარც სწავლა აინტერესებს. ლექტორებმა ბევრი იფიქრეს, თან ენანებათ ეს კარგი სტუდენტი, მაგრამ ჩატოვეს კურსზე, იქნებ აზრზე მოვიდეს და გამოსწორდესო. ეს სტუდენტი პირიქით, უფრო გადაირია, საერთოდ დებოშიორი გახდა, ლექტორებს სახლებში მიუვარდა და ფანჯრები ჩაულეწა, თან აგინებს. ეს ლექტორები ჭკვიანი ხალხია და ფიქრობენ რა ქნან, არ უნდათ ეს სტუდენტი სულ დაღუპონ, კიდევ კურსზე რომ ჩატოვონ, ეგ ფაქტიურად გარიცხვას ნიშნავს.

არიან დიდ სჯაბაასში. მოდი, იქნებ დავუწეროთ მაინც ახლა ნიშნები, გადავიყვანოთ შემდეგ კურსზე და იქნებ მერე რამე იყოსო. აზრზე მოვიდეს, ასეთი პერსპექტიული და ნიჭიერი როგორ გავწიროთო. ერთი ნაწილი ამბობს, ამ გადარევის მიუხედავად რომ დავუწეროთ ნიშნები, ჩათვლის, რომ მოსულა ასეთი ქცევა და უარესს გააკეთებსო.

მჯელობენ დაუსრულებლად, ხან მშობლებს ელაპარაკნენ, ხან მის მეგობრებს, თქვენ რას ფიქრობთ, რა ჯობს რომ გამოსწორდესო, ისევ კურსზე ჩავტოვოთ თუ შანსი მივცეთო. ზოგი ამას ამბობს, ზოგი იმას, ზოგი თვლის, რომ შეიძლება სიმკაცრე ჯობდეს და უფრო აზრზე მოვიდეს. ზოგი პირიქით.

აი, ზუსტად ასეთი სიტუაციაა ახლა საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით. ამ ქვეყანას რომ დიდი გასაჭირი აქვს და რუსის ქოცი რომ მოგვაჯდა თავზე, ეგ საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ვდარდობთ შიგნით და გარეთ, ვმსჯელობთ, რა ჯობს, რომ გადავრჩეთ და ამათ არ შეიწირონ ქვეყნის პერსპექტივა. ღიად ამბობს ყველა გარე მეგობარი, რომ ქოცი არის რუსი, და საქართველო გადასარჩენია. ამას ამბობს შიგნითაც ყველა, ვისაც რამე გაეგება. ამ შემთხვევაში ამოცანა და მიზანი არის საქართველოს გადარჩენა.

სტატუსის მოცემა–არმოცემა მხოლოდ ინსტრუმენტია. ეს იციან პარტნიორებმაც და ეს არის ლეგიტიმური დისკუსია, რომელიც მიმდინარეობს ღიადაც და დახურულ სივრცეებშიც. ესაუბრებიან ყველას, აინტერესებთ ყველას აზრი. მთავარი კითხვაა: ქოცს არაფრით დაუმსახურებია სტატუსი, აყალბებს არჩევნებს, ანგრევს დემოკრატიას, აყალიბებს ავტორიტარიზმს, ანადგურებს ინსტიტუტებს, ეტენება რუსეთს და ა.შ. ამაზეც კი შეიძლება დავხუჭოთ თვალი, თუ საქართველოს მომავალს ეს გამოადგება. იქნებ მერე შეძლოთ დემოკრატიული ცვლილებები და ა.შ.

არსებობს შიში, რომ ანტიდემოკრატიული რეჟიმის მიუხედავად სტატუსის მიცემით ქოცი ჩათვლის, რომ როგორც იქცევა სწორად იქცევა და საერთოდ გადათავხედდება. შეიძლება არჩევნები სულ თავზე გადაიმსხვრიოს, მითუმეტეს, რომ ოპოზიცია გვყავს ძალიან სუსტი. სწორედ ამ არგუმენტით, ზოგი იხრება იქით, რომ ალბათ ჯობს ჯერჯერობით არ მოგვცენ სტატუსი. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის ლეგიტიმური დისკუსია და ლოგიკურია ვიღაც ფიქრობდეს, რომ ასეთ ვითარებაში სტატუსმა შეიძლება უარესი როლი ითამაშოს.

ახლა, რატომ დავწერე ამდენი: ის, რაც ხათუნა სამნიძემ თქვა, არის გაქაჯება, პოლიტიკის აზრზე არ ყოფნა და მატრაკვეცობა. ცოტა მავნებლობაც, რეალური კონტექსტიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, მასთანაც ისე განიხილავდნენ პარტნიორები ამ საკითხს, როგორც სხვებთან, და იყო უბრალოდ აზრთა გაცვლა–გამოცვლა, რა ჯობს საქართველოსთვის. შეიძლება ვიღაცამ საკუთარი აზრი თქვა, დაახლოებით ისეთი, რაც ზევით მოვიყვანე, შეიძლება მერე სამნიძეს მსჯელობაში უთხრეს, რომ აი, ესა და ეს ამ აზრზეა და თქვენ რას ფიქრობთ, და ა. შ., როგორც ხდება ხოლმე.

ეს ყველაფერი არის მძიმე და დინამიური პროცესი და შენ გამოვარდე და აი, მე ვარ ქართლის დედა, “მე მენდობიან დასავლელი პარტნიორები“, და თქვენ აზრზე მოდით, დანარჩენო ოპოზიცია, არის ….. არის…. არის…. მოკლედ, ვერ ვიტყვი ამ სიტყვას. სულ ეს არის რაც მინდოდა მეთქვა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...