ჟურნალისტი ვახო სანაია შესაძლო მძიმე სცენარსა და პროცესების მოსალოდნელ განვითარებაზე საუბრობს:
“თუ ბოლომდე განხორციელდა, ივანიშვილის გეგმით, მივიღებთ ასეთ სურათს:
- ჩაბეტონებული ოლიგარქიული მმართველობა;
- რუსეთზე ჩამოკიდებული ქვეყანა. ნატო და ევროკავშირი ნახვამდის;
- დიქტატურის პირობებში ბიძინასთვის ფულის საჭრელი დაზგა. ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, გარკვეული პროექტები, საიდანაც ხელისუფლება კიდევ უფრო გამდიდრდება;
- დასავლეთთან ისეთი ურთიერთობები, როგორიც შუა აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანსა აქვს. რუსეთის მიერ ნებადართულ დონეზე, რომ მაგ მოდელითაც ფული გაკეთდეს;
- რაც ამ დერეფანში გაივლის, ისევ ბიძინასა და რუსებისთვის დაწერს ფულს;
- დემოკრატიიდან დარჩება რამდენიმე პოლიტიკური პარტია ფორმალურად, თავისუფალი მედია პრაქტიკულად არ იარსებებს. ყველაფერს დახურავს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მოახრჩობს;
- დაშინებული მოსახლეობის სრული კონტროლი და რეპრესიები;
- არჩევნები მხოლოდ ფორმალურად დარჩება;
- მხარდამჭერთა საბაზისო რაოდენობას აჭმევს, დანარჩენი იქნება მშიერი, დაჩმორებული, რეპრესირებული, გაქცეული.
ესაა მისი საოცნებო ბიზნეს მოდელი. ეს არ უნდა დავუშვათ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება