სასამართლო პროცესზე მორიგი ჩართვისას ემოციური განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა:
“ჩვენ აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე, აუცილებლად ვიქნებით მაგრად, მეც ვიქნები მაგრად, მტრის ჯინაზე და ჩვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ! მე ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში! ამ ბრძოლიდან ფეხის მოცვლას არ ვაპირებ!
როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას – იქნება ეს კლინიკაში თუ ციხეში ან სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს მთავარია, რომ საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ ვიყო ჩართული ქვეყნის გადარჩენის პროცესში!
ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში. მე ყოველდღიურად ვგრძნობ ჩვენი ადამიანების სითბოს, თანადგომას და ჩვენი ხალხის ღირსებას არჩევნების მოპარვით და გაყალბებით არ შევალახვინებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.